LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ორსულმა ჯორჯიანა როდრიგესმა კრიშტიანოს დაბადების დღეზე 75 000 ფუნტის ღირებულების Cadillac Escalade აჩუქა – ნახეთ ფეხბურთელის რეაქცია

2037
page

რონალდო-როდრიგესის დიდ ოჯახში სიურპრიზები არ მთავრდება. თუკი გასულ კვირას ფეხბურთელმა გააბედნიერა დაუვიწყარი სიურპრიზებით საცოლე, ახლა როდრიგესის ჯერია.

ფოტო/ვიდეო: „სიტყვებს ვერ ვარჩევ“ – როგორ მიულოცა კრიშტიანო რონალდომ ორსულ ცოლს დაბადების დღე

რამდენიმე დღის წინ ლეგენდარულ ფეხბურთელს 37 წელი შეუსრულდა, ჯორჯიანამაც გადაწყვიტა მისთვის საოცარი საჩუქარი გაეკეთებინა. ორსულმა ლამაზმანმა საყვარელ მამაკაცს 75 000 ფუნტის ღირებულების Cadillac Escalade აჩუქა.

„გილოცავ 37-ე დაბადების დღეს ჩემი ცხოვრების მთავარო სიყვარულო, ჩვენ უსასრულოდ გვიყვარხარ, საუკეთესო მამა და საუკეთესო თანამგზავრი ხარ“, – წერს ჯორჯიანა.

„ცხოვრება, – ეს ამერიკული მთებია, ბევრი სამუშაო, დიდი სიჩქარე და მიზნები… თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ოჯახია, დიდი მადლობა ყველას“, – განაცხადა რონალდომ „ინსტაგრამ პოსტში“.

ფოტო: „1000 %-ით დარწმუნებული ვარ, რომ მე მას ცოლად მოვიყვან“ – კრიშტიანო რონალდომ ორსული შეყვარებული მილიონ ალისფერი ვარდში ჩასვა

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები