LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ოთხი დღე ვიყავით ირპენში, წინა ხაზზე, მთლიანად დავიკავეთ ქალაქი… პარალელურ ქუჩაზე შემტევმა ჯგუფმა ააფეთქა ბეემპე, სადაც ცხინვალელი ოსების დროშა ნახეს – ელისაშვილი

643
Untitled design - 2022-03-29T183145.802

„მოქალაქეების“ ლიდერი, დეპუტატი ალეკო ელისაშვილი რამდენიმე კვირაა, რაც  უკრაინაში საომრად წავიდა.

ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში არ აქტიურობს, თუმცა დღეს ვიდეო გამოაქვეყნა და ბოლო ოთხი დღის ამბებზე დაწერა.

„პირველი საბრძოლო დავალება შესრულებულია! ერთი ნაკაწრი არ გვაქვს, ოკუპანტებიდან კიდევ ბევრი გაუყვა საიქიოს გზას“ – ალეკო ელისაშვილი

„დღეს უკვე დავწერ დეტალებს ჩვენი, ქართველების ჯგუფის საბრძოლო ოპერაციის.

ოთხი დღე ვიყავით ირპენში, წინა ხაზზე. ჯერ გვევალებოდა თვალთვალი. ღამით ბიჭებმა შენიშნეს რუსების ტექნიკის მოძრაობა, გადავეცით კოორდინატები და იუველირულად მომუშავე უკრაინელების არტილერიამ ოთხი ბეემპე დაადუღა რამდენიმე წუთში.

გუშინწინ დაიწყო ქალაქის დარჩენილი ნაწილის იერიში. ჩვენი ჯგუფიც ჩაგვრთეს შეტევაში. უჯიშოების “ნეპამიძიმაია არმიამ” ისე მოძუძგა ვერც დავეწიეთ.

მთლიანად დავიკავეთ ქალაქი. პარალელურ ქუჩაზე შემტევმა ჯგუფმა ააფეთქა ბეემპე , სადაც ცხინვალელი ოსების დროშა ნახეს.

გამწარებულმა, გაქცეულმა ფარჩაკებმა მთელი ღამე ისეთი დაბომბვა დაიწყეს, გადაწვეს მთელი ქალაქი, მაგრამ ჩვენ და სხვა ჯგუფებსაც ვერაფერი დაგვაკლეს. მეორე დილით ახალმა ქვედანაყოფმა შეგვცვალა გათოშილები და დაბომბვისგან უძინარები. ამ ვიდეოში ჩვენი ჯგუფის ნაწილის ირპენიდან გამოსვლა გადავიღე.

იკვდილი ოკუპანტებს!
დიდება უკრაინას!
დიდება საქართველოს!“ – წერს ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g