პარიზში, ფრანგული მოდის 100 წლის იუბილეს აღსანიშნად, მაღალი მოდის სპეციალური შოუ – Vogue World გაიმართა. მოდის ავტორიტეტულმა ჟურნალმა – Vogue, საფრანგეთის დედაქალაქში, თავი უამრავ ცნობილ ადამიანს მოუყარა.
საზოგადოებამ ვენდომის მოედანზე მოწყობილ პოდიუმზე, ფრანგული მოდის ასწლიანი ისტორია ათწლეულების მიხედვით იხილა. შოუში მონაწილე სელებრითები და მოდელები ისეთმა მოდის სახლებმა შემოსეს, როგორებიცაა: ,,ბალენსიაგა“, ,,დიორი“, ,,შანელი“, ,,ჟივენში“, ,,სკიაპარელი” და სხვა.
ღონისძიებაზე, ოლიმპიური თამაშების პატივსაცემად, რომელიც ერთ თვეში, ასევე პარიზში გაიმართება, სხვადასხვა სპორტის თემატური ლუქებიც ვიხილეთ. სწორედ ამ დროს შედგა პოდიუმზე საბრინა კარპენტერის დებიუტი. 24 წლის არტისტი ჩვენებაზე ცურვის სექციაში, ,,ჟაკმუსის” კოსტიუმით წარდგა.
ჩვენებაში მონაწილეობა ასევე კეტი პერიმ, სიერამ და სხვა მომღერლებმა მიიღეს.