LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: პროდუქტების ჩამონათვალი, რომელიც დადებითად აისახება ადამიანების გუნება განწყობაზე – რას გვირჩევს ენდოკრინოლოგი თამარ ხუციშვილი

788
თამარ ხუციშვილი

როგორ გამოვიკეთოთ ხასიათი საკვებით და რომელი პროდუქტები მოქმედებს ჩვენს გუნება განწყობაზე?

კვებასა და განწყობას შორის კავშირზე ისაუბრა ენდოკრინოლოგმა თამარ ხუციშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“.

სპეციალისტის განმარტებით, კვლევებითაც დასტურდება, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი კავშირი კვებასა და განწყობას შორის ომეგა-3 ცხიმოვან მჟავაში აღმოჩნდა. ენდოკრინოლოგმა სასურველი პროდუქტების სიაც წარუდგინა საზოგადოებას:

„კვება ჩვენი ჯანმრთელობის განმსაზღვრელი, ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია. სხვა ასპექტებთან ერთად, როგორიცაა გენეტიკური განწყობა ცხოვრების წესი და ასე შემდეგ. საკვები გავლენას ახდენს ჩვენს განწყობაზე, შესაბამისად არსებობს პროდუქტები, რომლითაც შეგვიძლია ჩვენი განწყობის გაუმჯობესება. მაგალითად

კვლევებითაც დასტურდება, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი კავშირი კვებასა და განწყობას შორის ომეგა-3 ცხიმოვან მჟავაში აღმოჩნდა, რომელსაც შეიცავს

ცხიმიანი თევზი, მათ შორის ორაგული, სარდინები, მოლუსკები, სხვადასხვა პარკოსნები, ნუში, გოგრა, კაკალი.

რა თქმა უნდა მხოლოდ საკვები არ არის განწყობის განმსაზღვრელი, რადგან არსებითი მნიშვნელობა აქვს მზის სხივს და სხვა კომპონენტებს, რომელიც ერთგვარი გამომწვევია ბედნიერების ჰორმონებიც“,- ამბობს თამარ ხუციშვილი.

🍎🥜🌶️ როგორ გამოვიკეთოთ ხასიათი საკვებით?!

🍎🥜🌶️ როგორ გამოვიკეთოთ ხასიათი საკვებით?! რომელი პროდუქტები მოქმედებს ჩვენს გუნება განწყობაზე?! ენდოკრინოლოგი თამარ ხუციშვილი

Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on ორშაბათი, 20 იანვარი, 2025
magti 5g