LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ქალმა თავის სამზარეულოში შემოპარული დათვი და პატარა ბელი იპოვა

88
12052627_071422-kabc-6pm-monrovia-bear-vid

კალიფორნიაში ქალმა დაუპატიჟებელი სტუმრები აღმოაჩინა – დათვი და თავისი ბელი, რომლებიც სამზარეულოში შეიპარნენ და დონატებს გემრიელად შეექცეოდნენ. ალის ტეილორის განცხადებით, ცხოველებმა სახლში შეღწევა ფანჯრიდან მოახერხეს.

სახლის პატრონმა სტუმრებს ტკბილეულის მირთმევაში ხელი არ შეუშალა. მათაც როგორც კი დონატები შეჭამეს, სახლი ისევ ფანჯრიდან დატოვეს.

როგორც ტეილორმა დააზუსტა, დათვები მის სახლს უკვე მეორედ სტუმრობენ და ტკბილეულიც ძალიან უყვართ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები