ექიმი და ტელეწამყვანი მარი მალაზონია საუბრობს, რატომ არ არის სასარგებლო ხშირად დაბრაწული პროდუქტების მირთმევა.
„პროდუქტების დაბრაწულ ნაწილებში შესაძლოა დაგროვდეს ნივთიერება, სახელწოდებით აკრელამიდი. სწორედ მისი დამსახურებით, ამ პროდუქტში აღმოჩნდება კარცეროგენული ნივთიერება, რომელიც კიბოს ზრდას უწყობს ხელს.
რა თქმა უნდა, ხანდახან დაბრაწული ნაწილები მირთმევა სიმსივნურ დაავადებას არ გამოიწვევს, მაგრამ თუ ამას ხშირად აკეთებთ სახიფათოა. აკრელამიდი არის ნივთიერება, რომელიც რაც შეიძლება ცოტა უნდა იყოს ჩვენს ორგანიზმში. გირჩევთ, რომ დაბრაწული ტოსტის პური მხოლოდ ხანდახან მიირთვათ“, – საუბრობს მარი მალაზონია.
