ბარბადოსელმა ლამაზმანმა საკუთარი თეთრეულის ბრენდის Savage x Fenty კიდევ ერთ სარეკლამო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა.
31 წლის რიანა ყოველთვის თავად უკეთებს პროდუქციას რეკლამირებას და პერიოდულად სხვა ცნობილ სახეებსაც ეპატიჟება სარეკლამო კამპანიაში, ამჯერად Savage x Fenty-ის ამბასადორი, 23 წლის მომღერალი ნორმანი იყო.
გოგონები კამერების წინ, ვარდისფერ/იისფერ ტონებში გადაწყვეტილი საცვლებით პოზირებდნენ. გადაღებების შემდეგ ნორმანმა აღიარა, რომ ეს საცვლებში მისი პირველი გამოსვლა იყო.