ლეგენდარული ჯგუფის, The Rolling Stones-ის ტურნე, Hackney Diamonds, გადამწყვეტ ფაზაში შედის. სულ ცოტა ხნის წინ ნიუ-ჯერსიში ბენდის კიდევ ერთი კონცერტი გაიმართა. ფრონტმენმა, 80 წლის მიკ ჯაგერმა კიდევ ერთხელ დაუმტკიცა მსოფლიოს, რომ ასაკი ეს მხოლოდ ციფრებია. მიკი შესრულების დროს ენერგიულად ცეკვავდა და ზუსტად ისე იქცეოდა სცენაზე, როგორც შორეულ 70-იან წლებში.
რაც შეეხება ეპოქალური ჯგუფის სამომავლო გეგმებს, გამოცემა Variety-ის ცნობით, ორი ლეგენდარული ჯგუფის, The Beatles-ის და The Rolling Stones-ის ვეტერანი წევრები კვლავ ერთიანდებიან იმისთვის, რომ მელომანები მორიგი ერთობლივი ნამუშევრით გაახარონ. პოლ მაკკარტნიმ უკვე ჩაწერა რამდენიმე კომპოზიცია ახალი კოლაბორაციისთვის.
Maroon 5-ის ჰიტზე, საყვარელი ქალისთვის ენერგიულად აცეკვებული 80 წლის მიკ ჯაგერი