გვანცი წიქორია სოციალურ ქსელში საინტერესო ვიდეოსა და ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, მან და მისმა მეუღლემ, კახა ძინძიბაძემ ლილოს ბაზრობაზე შემთხვევით შეხვედრილი პატარა ბიჭუნა გაახარეს. გთავაზობთ პოსტს:
„- სიკეთე გადამდებია ?
– დღეს ლილოზე შემთხვევით გადავაწყდით ბებიას და შვილიშვილს, რომლებიც ფეხსაცმელს არჩევდნენ იქ, სადაც ჩვენ ვიდექით და პატარა ბიჭუნამ გამყიდველს ჰკითხა: ბაბუ, აქ ბურთები არ იყიდება?!
გამყიდველი: როგორ არა ბაბუ მაგის მეტი რა არის აქ.
ბებია: არა, არ იყიდება ბებო… ფეხსაცმლის საყიდლად მოვედით და ბურთი რომ ვუყიდო, ფული აღარ მეყოფა, ჩაილაპარაკა თავისთვის…
პატარამ თავი ჩაღუნა და გაჰყვა ბებოს უკან.
ვინც ჩემს მეუღლეს იცნობთ, მისი საქციელი არ გაგიკვირდებათ…
გაეკიდა მათ და სთხოვა ბებოს დამელოდეთო, მეც მათთან ერთად გავჩერდი…
ბებომ კახას ლოდინში მათი ისტორია მიამბო:
ბიჭუნას დედა გარდაეცვალა, მამა საზღვარგარეთ წავიდა, რომლისგანაც არაფერი ისმის და ვზრდი მე, როგორც შემიძლიაო… დანარჩენს თქვენ თავად ნახავთ.
– ამ ქვეყანაში უამრავი ასეთი ბავშვია და უბედნიერესი ვარ, რომ ერთ-ერთი მათგანი დღეს სულ მცირედით გავახარეთ.
ასე მგონია, ამ ცხოვრებაში ამაზე კარგი არაფერი გაგვიკეთებია და ეს ზღვა სიხარული და მადლიერება მთელი ცხოვრება გაგვყვება…“
გვანცა წიქორია სოციალურ ქსელში შეგიძლიათ მოძებნოთ შემდეგნაირად: Gvanci Tsiqoria. მას აქვს ინფორმაცია ამ ოჯახის შესახებ და თუკი დახმარების სურვილს გამოთქვამთ, მათ მონაცემებს მოგაწვდით.