19-დან 26 დეკემბრის ჩათვლით, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის 100 წლის საიუბილეო სეზონის ფარგლებში, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის აუდიტორია კონცერტებს მასპინძლობს.
ერთ-ერთი კონცერტის მიმდინარეობის დროს, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის დირიჟორმა, ნიკოლოზ რაჭველმა სცენაზე მოუხმო დარბაზში მყოფ მომღერალს, ნანი ბრეგვაძეს, რომელმაც, დარბაზის თხოვნის შემდეგ, მის სავიზიტო ბარათად ქცეული, გია ყანჩელის ლეგენდად ქცეული კომპოზიცია „ის აქ არის“ ექსპრომტად შეასრულა.
„ამ დარბაზში არის ადამიანი, რომლისთვისაც გია ყანჩელი, ბიძინა კვერნაძე და კომპოზიტორების მთელი პლეადა სიმღერებს წერდა, ხოდა, როგორ შეიძლება ხელიდან გავუშვათ შანსი და სცენაზე არ დავუძახოთ ნანი ბრეგვაძეს?“ – მიმართა ნიკოლოზ რაჭველმა ნანი ბრეგვაძეს სცენაზე მიწვევის დროს.
აღნიშნულ კადრებს სოციალურ ქსელში მუსიკოსი ია საკანდელიძე აქვეყნებს და წერს: „ნანი, ჩვენი სიყვარული“.
„ცრემლი მომადგა“, „ლეგენდარული ნანი“, „ნამდვილი ვარსკვლავი“, „განუმეორებელი ცოცხალი ლეგენდა“ – წერენ ვიდეოს კომენტარების ველში სოციალური ქსელის მომხმარებლები.
