„პირველი არხი“ მოგვითხრობს ქართულ-უზბეკური ოჯახის შესახებ.
ფარზონა კუდრატილაევა:
„ჩვენი სიყვარულის ისტორია ძალიან საინტერესოა. მე ორი არჩევანი მქონდა, ან აზერბაიჯანში უნდა წავსულიყავი, ან საქართველოში. მინდოდა, მენახა ისეთი რამ, რაც ჩემი კულტურისგან განსხვავდებოდა. საბა თბილისიდან ჩამოსვლის მეორე დღეს გავიცანი. თბილისის ქუჩებში სეირნობისას ეკლესია დავინახე, სადაც ეკლესიის ისტორიის შესახებ მიყვებოდნენ. უცებ ეკლესიის კარი გაიღო და სინათლე შემოვიდა, მასპინძელმა მითხრა, აი, საბა მოვიდა და ის უკეთ მოგიყვებაო. იმ შეხვედრის შემდეგ დავიწყეთ ურთიერთობა, დღეს კი სიყვარულით სავსე ოჯახი გვაქვს…“
მამა საბა გაზდელიანი:
„ბავშვობიდან ჩემი ცხოვრება ეკლესიასთან არის დაკავშირებული. დედაჩემმა აქ ოთხი წლის ასაკში მომიყვანა. ღმერთს ვევედრებოდი, რომ გამოეჩინა ადამიანი, ვინც ჩემი ცხოვრების მეგზური გახდებოდა. სწორედ ამიტომ მოხდა ეს ალბათ ეკლესიაში. ფარზონამ ჩემი ყურადღება მიიპყრო, ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება… მეორე დღესვე გავუმხილე, რომ მინდოდა სასულიერო პირობა, ყველაფერში ხელს მიწყობს ამ გზაზე… ქრისტიანობაც სწორედ ამას გვასწავლის, სიყვარულსა და პატივისცემას, ჩემთვის არ იყო რთული განსხვავებული კულტურის მიღება…“