LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: როგორ უნდა დაიცვას მშობელმა ბავშვი გარემოს დაბინძურების ზეგავლენისგან? – პედიატრი, თემურ მიქელაძე გვირჩევს

218
თემურ მიქელაძე

როგორ უნდა დაიცვას მშობელმა ბავშვი გარემოს დაბინძურების ზეგავლენისგან? – ცნობილი პედიატრი, თემურ მიქელაძე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ამბობს, რომ ბავშვებსა და მოზარდებში დამაბინძურებელი ფაქტორების ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა:

„არამარტო ბავშვებს, არამედ მთელ კაცობრიობას უწევს სხვა და სხვა გარემოს დამაბინძურებელ ფაქტორებთან მუდმივი , ხანგრძლივი კონტაქტი – ეს რეალობაა, თუმცა ამ დამაბინძურებლების ეფექტი ბოლომდე, ჯერ კიდევ კვლევის ფაზაშია.

გარკვეულ დამაბინძურებლებს სხვა და სხვა სისტემების დაზიანება შეუძლია. მაგალითად ეს შეიძლება იყოს გულსისხლძარღვთა პათოლოგიის გამომწვევი, ონკოლოგიის, სასუნთქი გზების…

იმისთვის, რომ დამაბინძურებელი ფაქტორების ზემოქმედება თავიდან ავიცილოთ ბავშვებსა და მოზარდებში, აუცილებელია ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა, რაც თავის მხრივ მოიცავს ფიზიკურ აქტივობას, სწორ კვებას, რეკრეაციული სივრცეების მოწყობას და ამიტომ, რაც უფრო მეტი ასეთი სივრცე გვექნება ქალაქსა თუ სოფელში, მაქსიმალურად ავიცილებთ თავიდან ამ გარემოს დამაბინძურებელი ფაქტორების ზემოქმედებას“, – ამბობს მიქელაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g