LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „საბოლოო შედეგს 1 კვირაში გაჩვენებთ“ – ემზადებიან თუ არა ნუცა ბუზალაძე და დარენ პრინცი ქორწილისთვის | მომღერალი ქართული ცეკვის რეპეტიციიდან კადრებს გვიზიარებს

899
ნუცა ბუზალაძე

მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში ხშირად გვიზიარებს პირად ფოტოებს თუ ვიდეოებს. ნუცას მიმართ ინტერესი მას შემდეგ განსაკუთრებით გაიზარდა, რაც ცნობილ ამერიკელ აგენტზე, დარენ პრინცზე დაინიშნა. 

ნუცა და დარენი ახლა თბილისში იმყოფებიან. როგორც ნუცამ „ინსტაგრამ-სთორების“ მეშვეობით გვამცნო, წყვილი ქორწილისთვის ემზადება. 

„მამზადებენ გოგონები ქორწილისთვის“, – დაწერა ნუცამ წინა დღეებში „ინსტაგრამ-სთორიზე“. მომღერალი აქტიურად იტარებს თავის მოვლის პროცედურებს.

დღეს კი ნუცა ქართული ცეკვის რეპეტიციიდან კადრებს გვიზიარებს. 

„პირველი რეპეტიციისთვის არაა ცუდი ხომ? საბოლოო შედეგს 1 კვირაში გაჩვენებთ“, – წერს ნუცა „ინსტაგრზე“.

სავარაუდოდ, ნუცა და დარენი ქორწილის გადახდას საქართველოში გეგმავენ. 

„11 წლის ასაკიდან ლოცვა და სანთლების ანთება გახდა ჩემი წმინდა რიტუალი – მადლიერი ვარ, რომ ამ მომენტს ვუზიარებ დარენს, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ებრაელია, პატივს სცემს ყველას, ვისაც ღმერთი უყვარს“ – ნუცა ბუზალაძე და დარენ პრინცი ჯვრის მონასტერში იმყოფებოდნენ

ვიდეო: ნუცა ბუზალაძე და დარენ პრინცი მცხეთაში, ჯვრის მონასტრიდან კადრებს გვიზიარებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g