LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: საკულტო მომენტი – არიანა გრანდეს ახალ კლიპში ბრენდი და მონიკა მონაწილეობენ

134
arisite

არიანა გრანდემ მეშვიდე სტუდიური ალბომის – Eternal Sunshine მესამე სინგლი წარადგინა. The Boy Is Mine – ასე ჰქვია სიმღერას, რომლის რელიზი თანხმლებ კლიპთან ერთად შედგა.

ვიდეოში 30 წლის არტისტი ,,ქალი-კატას” ვიზუალით მოგვევლინა. მუსიკალურ რგოლში მას პარტნიორობას სერიალის – ,,ჭორიკანა” ვარსკვლავი – პენ ბეჯლი უწევს.

თუ გავითვალისწინებთ, რომ The Boy Is Mine ბრენდისა და მონიკას ამავე სახელწოდების 1998 წლის ჰიტის ხელახალი წარმოდგენაა, საკულტო მომენტად იქცა კლიპში მათი ერთად გამოჩენა.

ცნობისთვის, არიანა გრანდესთვის სიმღერის – The Boy Is Mine ინსპირაციად, 2023 წლის ივნისში, ქსელში გაჟონილი კომპოზიციის – Fantasize დემო ვერსია იქცა, რომელიც მან იუმორისტული სკეტჩისთვის ჩაწერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები