LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: სარიშვილი სააკაშვილს მიმართავს: “კი არ გთხოვ, მოვითხოვ შეწყვიტო შიმშილობა, ჩაუშალე ხელისუფლებას გეგმები…”

497
56789

ირინა სარიშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, სააკაშვილი ბრძოლას იმ შემთხვევაში გააგრძელებს, თუ ხელისუფლებას გეგმებს ჩაუშლის და შიმშილობას შეწყვეტს.

„მითხარით, რომელ კამერას უნდა შევხედო, ვიცი, რომ ამ გადაცემას მიშა უყურებს“, – ასე დაიწყო ირინა სარიშვილმა მიხეილ სააკაშვილისადმი მიმართვა „ტვ პირველის“ ეთერში.

„ვიცი, რომ ტელევიზორს ხმას უწევს ხოლმე, რომ ხელისუფლების მიერ ორგანიზებული „შუმოკები“ ჩაახშოს.

მინდა ჩემთვის განკუთვნილი დრო, რაც აქ მაქვს, მარტო ამაზე დავხარჯო.

მიშა, შენ ძალიან დიდხანია მიცნობ. მე ეს სტატუსადაც დავწერე და ვერ შემოგიტანდნენ ამას წერილად, რადგან იმ დღეს გადაგიყვანეს. იცი, რომ არ ვარ სენტიმენტალური, ახლა აგიხსნი ძალიან მოკლე დროში, რისი თქმაც მინდა, არ გამომდინარეობს ემოციიდან და გამომდინარეობს საქმიდან.

ნახევრად მიძინებულ საქართველოში უკვე 41-ე დღეა საქართველომ გაიღვიძა. მაგრამ არ გაუღვიძია ბოლომდე.

ის პროტესტი, რაც მოყვა ადგილობრივი არჩევნებიოს გაყალბებას, ეს არაა პირველი გაყალბებული არჩევნები, ამაზე უფრო რანგით მნიშვნელოვანი არჩევნები გაყალბებულა. საპარლამენტოც და საპრეზიდენტოც და ამას ასეთი პროტესტი არ მოჰყოლია. ეს ყველაფერი არის შენი ჩამოსვლის, შენი თავის გადადების მხრიდან დამსახურება და ეს ყველამ იცის, შენმა თანამებრძოლმაც და მოწინააღმდეგემაც.

რაც შეეხება დღევანდელ მდფგომარეობას, მინდა ადამიანურად აგიხსნა, ჩვენ არ ვართ ჯერ ისეთი ძლიერები, არ ვართ ჯერ ისე მზად, რომ მოვახერხოთ გარე პროცესებთან ერთად შენი სიცოცხლის შესანარჩუნებელ მოკლე დროში ამ ყველაფრის მოსწრება, მე მინდა ეს უბრალოდ შენ აგიხსნა, რატომ დანიშნა მოსამართლემ 10 დღის შემდეგ მომდევნო სასამართლო. 

ზუსტად იმიტომ რომ შენ ან ცოცხალი არ იყო, ან იყო კომაში. დღეს ეს არის ამ ხელისუფლების მიზანი.

მე რომ ვიცოდე, რომ შენი ასეთი თავგანწირვა თუნდაც სიკვდილამდე გამოიწვევს ამ ქვეყნის ისეთ გამოღვიძებას, რომ ერთ საათშიო დაასრულებს ამ ბოროტებას, შეიძლება ეს ვიღაცამ ვერც გაიგოს სწორად, ვერც გაგიბედავდი იმის თქმას, რომ შიმშილობა უნდა შეწყვიტო. იმიტომ რომ, ესაა შენი პოლიტიკური გადაწყვეტილება.

შენ სხვანაირი სიცოცხლე არ გინდა და არ შეგიძლია. მე ამას კი არ გთხოვ, მე როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, მოვითხოვ. თუმცა ეს არ გამორიცხავს შენს მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას.  ეს ერთნაირად აუცილებელია, იმიტომ რომ არ დაინგრეს ის, რაც შენ გამოაღვიძე ამ 41 დღის განმავლობაში.

ის ყველაფერი, რაც ნაბიჯ-ნაბიჯ შეიქმნა შენი წყალობით და შენი დამსახურებით, თავიდან ბოლომდე განადგურდება, მე ასე ვხედავ.

იმიტომ რომ არ ვართ ჩვენ ამისთვის მზად.

ერთი დიდი აქცია ამას შეიძლება მოყვეს, გაიმართება. ამის შემდეგ დაისადგურებს დეპრესია და ეს ბოროტება კიდევ მრავალი წლით გაიმარჯვებს. გინდა შენ ეს?

არ გინდა. არც მე მინდა. დანებება შენი მხრიდან ჩემი ღრმა რწმენით, იქნება შენი მხრიდან შიმშილობის გაგრძელება.

ბრძოლის გაგრძელება თუ გინდა, ამ ხელისუფლებას გეგმები ჩაუშალე და დაიწყე ახალი ეტაპი ყველასთან ერთად. შენს გვერდით ვართ“, – განაცხადა ირინა სარიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები