LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „საუკეთესო შობა ჩემს ცხოვრებაში“ – ბრიტნი სპირსი შვილებს რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ პირველად შეხვდა

269
page

პოპის პრინცესისთვის მიმდინარე შობა მართლაც გამორჩეულია. ბრიტნი სპირსმა რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, შვილები ნახა და მათთან ერთად შობის დღესასწაული იზეიმა.

43 წლის არტისტმა „ინსტაგრამზე“ ემოციური ვიდეო გაავრცელა, რომელშიც თავის ვაჟს ეხუტება და საოცრად ბედნიერად გამოიყურება.

„საუკეთესო შობა ჩემს ცხოვრებაში. 2 წელი არ მინახავს ჩემი ბიჭები. ეს სიხარულის ცრემლებია, შოკში ვარ, გაგიჟებული ვარ, სიტყვები არ მყოფნის, მე ისეთი ბედნიერი ვარ, დიდი მადლობა“, – წერს ბრიტნი.

ცნობისთვის, უამრავი გაურკვევლობისა და ჩხუბის შემდეგ, არტისტის შვილები მამასთან, კევინ ფედერლაინთან ერთად ჰავაიზე გადავიდნენ საცხოვრებლად. მედია იმასაც იუწყებოდა, რომ ბრიტნის ამ პერიოდის განმავლობაში თავის ვაჟებთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონდა, თუმცა საბედნიეროდ ახლა ყველაფერი მოგვარდა.

ბრიტნი სპირსი დიდხნიანი განშორების შემდეგ, თავის 18 წლის ვაჟს შეხვდა

განქორწინებიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ, ბრიტნი სპირსი კვლავ გათხოვდა – 42 წლის არტისტმა საკუთარ თავზე იქორწინა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები