მარიამ ტატანაშვილი, რომელიც რამდენიმე წლის წინ ავტოავარიისას დაშავდა, ნოე სულაბერიძის გადაცემას სტუმრობდა, სადაც ავარიაზე, მკურნალობაზე და ადამიანურ ურთიერთობებზე ისაუბრა, რომელიც მას მეგობრებთან და ახლობლებთან, ავტოსაგზაო შემთხვევამდე ჰქონდა და ახლა აქვს.
წამყვანის კითხვას, სად წავიდა სიყვარული? მარიამი შემდეგნაირად პასუხობს:
„ – სიყვარული მეც არ ვიცი, სად წავიდა.. იმდენად რთულია ამაზე ვუპასუხო..
როდესაც რეანიმაციაში ვიწექი, არავის უშვებდნენ.. ჩემმა შეყვარებულმა გაიგიჟა თავი, უნდა შევიდე რეანიმაციაშიო და შემოუშვეს. ისეთი აფორიაქებული იყო..
სანამ რეანიმაციაში შემოუშვებდნენ, ყელიდან მილი რომ ამომიღეს ტელეფონზე ველაპარაკე და მითხრა მეშინოდა, არ დაგვიწყებოდიო. ძალიან მერყევი ხასიათი მაქვს და ამაზე მითხრა, შენი ხასიათის პატრონს მეშინოდა არ გაგეღვიძა, ჩემთან ყოფნა აღარ გდომოდა, და არ გყვარებოდიო..
რეანიმაციაში, როდესაც მნახა, ნათქვამი ჰქონდა, რომ რეანიმაციიდან მას უნდა გავეყვანე. 2 დღეში გამომწერეს, ტელეფონი გათიშული ჰქონდა, ვიფიქრე რაღაც პრობლემები ჰქონდა…
იმ დღის შემდეგ აღარ ვუნახივარ.. თუმცა როდესაც მნახა მითხრა, რომ აღარ უნდოდა შეყვარებული ჰყოლოდა..“, – ამბობს მარიამ ტატანაშვილი.