ჰარი სტაილსის ტურნე love on tour გრძელდება. ამჯერად არტისტმა კონცერტი კარდიფში გამართ. როგორც ყოველთვის, მის შოუს სახალისო ეპიზოდეების გარეშე არ ჩაუვლია.
ჯერ ჰარის სახეში ყვავილების თაიგული ესროლეს, შემდეგ მან პერფორმანსი შეწყვიტა, რათა ორსული გოგონასთვის საპირფარეშოში წასვლის საშუალება მიეცა. კონცერტის დასასრულს კი მან იქვე მდგომ გოგონასთან ფლირტი გააბა.
ვიდეოები ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელდა და დიდი აღფრთოვანებაც გამოიწვია.
GUYS pic.twitter.com/dIT0R1njBd
— ally (@hrryycanyon) June 20, 2023
ცნობისთვის, მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელმა ბრიტანელმა არტისტმა მორიგი რეკორდი დაამყარა. Murrayfield-ის სტადიონზე მას ყველაზე დიდი აუდიტორია ჰყავდა. მომღერლის შოუს, 65 000 ადამიანი დაესწრო.
ვიდეო: „ეს ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი ტრადიციაა!“ – ჰარი სტაილსმა წყალი ფეხსაცმლიდან დალია