ცნობილი ბათუმელი დიზაინერი თაკო მექვაბიძე, რომლის მიერ შექმნილი სამოსიც მსოფლიო ვარსკვლავებს აცვიათ, ანა შამილაძის საავტორო გადაცემაში „ყავა ბათუმურად“ საუბრობს იმის შესახებ, რომ ბათუმელებს საქართველოში ყველაზე გამორჩეულად აცვიათ:
„ჩვენთან უფრო თამამად აცვიათ, დეკოლტე, მინი, მოკლე. შეადარეთ… ვიდრე თბილისში, ქუთაისში. ბიჭები სულ შორტით და ჩუსტებით დადიან, თბილისში ამას ვერ ნახავდით, ვერც ახლა ნახავთ. შეიძლება, პიჟამოთიც გამოხვიდე. ცოტა უკომპლექსო ხალხი ვართ…“