LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: თამარ დათუაშვილი: „მამა გაბრიელმა მითხრა, არავითარ შემთხვევაში არ გაჩერდე მეტეხის თეატრშიო. მართლაც, გავაჩინე ბავშვი, რომელიც გაქრა, მითხრეს, რომ გარდაიცვალა…“

217
ზურა ცინცქილაძე და თამარ დათუაშვილი

„დღის პოსტს“ ცოლ-ქმარი, მსახიობები ზურაბ ცინცქილაძე და თამარ დათუაშვილი ესტუმრნენ და საინტერესო ამბავზე ისაუბრეს, რომელიც მათ გარდაცვლილ შვილსა და მამა გაბრიელს უკავშირდება:

„ყოველგვარი წესის დარღვევით არსებობდა თეატრი იქ, საკურთხევლის მხარეს გვქონდა სცენა გამართული… უამრავი ჩემი ტოლი ახალგაზრდა გავიდა ამ ქვეყნიდან. ჩვენც თავზარდამცემი ამბები შეგვემთხვა, მაგრამ ადამიანი ამას ვერ ხედავ… იმ თეატრს ვუკავშირებ.,

მამა გაბრიელი მეუბნებოდა, მეტეხის თეატრში არავითარ შემთხვევაში არ გაჩერდეო. მართლაც, გავაჩინე ბავშვი, რომელიც გაქრა, მითხრეს, რომ გარდაიცვალა, მაგრამ მგონია, ეს საშინელება მოხდა… ეს ის პერიოდია, როდესაც ბავშვებს იპარავდნენ…

საინტერესოა მამა გაბრიელთან თქვენი ურთიერთობა…

ერთ მშვენიერ დღეს მამა გაბრიელი მაძლევს სანთელს, ერთ ცალს, წავედი თეატრში და მივამაგრე კედელზე სანთელი და დავამაგრე ხატი. შემოდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ამბობს, ცინცქილაძე დამიწვავს თეატრსო, ხატი აიღო, სანთელი ვერ გაწყვიტა… სწორედ ეს გახდა მიზეზი, ამ საქციელის შემდეგ, თქვენი მონა-მორჩილი დგება, სიმშვიდით და წამოვედი 13 წლის შემდეგ თეატრიდან…

წინასწარმეტყველური შეგრძნებები თუ გაქვთ?

წინასწარმეტყველური ისაა, რომ თამრიკო შევირთე ცოლად. 50 წელზე მეტია, ერთად ვართ. თამრიკო 12 წლის იყო, როდესაც ეკრანზე, ერთ-ერთ ფილმში ვნახე. სად უნდა მეპოვა? ლანჩხუთში ვიყავი, სოფელ შუხუთში, ის კი თბილისში სწავლობდა, 23-ე სკოლაში. მოკლედ, მიზნად არ დამისახავს, გინდა თუ არა ეს უნდა ვქნა-მეთქი, არა, მაგრამ ბედმა ჩამომიყვანა თბილისში, მარჯანიშვილზე ვხედავ, სარეკლამოდ კიდია ფოტოატელიეში ულამაზესი ქალის ფოტო. ხშირად მივდიოდი და ვხედავ, ეს გოგონა არ ზის თეატრალური ინსტიტუტის მესამე სართულზე? რა ეცვა, ისიც მახსოვს. კიდევ ერთხელ მომეკვეთა მუხლი. იქ დაიწყო ჩემი სიყვარული, მისი არა. მგონი, იცი, როდის მოვეწონე? კარგად ვფარიკაობდი, გაგიჟდა, მგონი, არ მეუბნება, მაგრამ მაშინ მოვეწონე… გილოცავო, მითხრა, ისე, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი გილოცავ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g