LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „თამაშის წინ მოვიდა და გამამხნევა… ძალიან დიდი ფეხბურთელი და ადამიანია… ციფრი 26 ჩვენთვის განსაკუთრებული და დიდი ციფრია, დღეს ვნახეთ, რომ ბრძოლა ყველასთან შეიძლება“ – ხვიჩა კვარაცხელია

399
ხვიჩა კვარაცხელია, კრიშტიანო რონალდო

თამაშის წინ რონალდო მოვიდა და გამამხნევა. ძალიან დიდი ფეხბურთელი და ადამიანია, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ხვიჩა კვარაცხელიას თქმით, მატჩის დასრულების შემდეგ პორტუგალიის ნაკრების კაპიტანს კრიშტიანო რონალდოს „მაისური გამოართვა“.

„რონალდოს მაისური გამოვართვი… თამაშის წინ რონალდო მოვიდა და გამამხნევა. ძალიან დიდი ფეხბურთელი და ადამიანია. ახალგაზრდებისთვის დიდი მოტივაციის მიმცემია. დღეს მეც ძალიან დიდი მუხტი მომცა. სკუდეტო ძალიან დასამახსოვრებელი იყო, მაგრამ სულ სხვა ემოციებია, როცა შენი ქვეყნის სახელით გამოდიხარ. ჩემი ოცნება ერთ დროს ნაკრებში თამაში იყო, დღეს კი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი გადავლახეთ”, – განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.

ხვიჩა კვარაცხელიას განმარტებით, პორტუგალიასთან გამარჯვებამ აჩვენა, რომ „არავისზე და არცერთზე ნაკლები არ ვართ. ყველა იმსახურებდა ამ ბედნიერებას, ერთად ძალიან ძლიერები ვართ!“.

„არ გავჩერდებით, ესპანეთთან მატჩისას ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოვიგოთ და ქომაგები გავახაროთ“ – გიორგი მიქაუტაძე

„ეს იყო გუნდური გამარჯვება. ჩვენ ყველას პატივს ვცემთ, მაგრამ ყველა მატჩზე მოსაგებად გავდივართ. ახლა ძალიან ბედნიერები ვართ, მაგრამ უკვე ხვალიდან მომდევნო მატჩზე ვიფიქრებთ.

დღეს ისტორიის ახალი ფურცელი დავწერეთ! ყველამ ერთმანეთს შემოვუძახეთ და დავამტკიცეთ, ყველაფერი შეგვიძლია!

ესპანეთის ნაკრებს კარგად ვიცნობთ. დღეს ვნახეთ, რომ ბრძოლა ყველასთან შეიძლება, იოლი მეტოქე კი ევროპის ჩემპიონატზე არ არსებობს. ჩვენ მოსაგებად გავალთ მოედანზე!

დიდი ბედნიერებაა, როცა ქართველი ხალხისთვის წარმატება მოგვაქვს! ციფრი 26 ჩვენთვის განსაკუთრებული და დიდი ციფრია. დიდი მადლობა ქართველ გულშემატკივრებს. წარმომიდგენია, რა ხდება საქართველოში”, – განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები