LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: თამო ვაშალომიძე რთული პერიოდის შესახებ: „სახლის ქირა მქონდა გადასახდელი, საბანიც არ მქონდა, დავიწყე მიმტანად მუშაობა თბილისსა და მცხეთაში…“

271
b4b8894f-03ab-41c3-bea2-1e49768315ab

თამო ვაშალომიძე ეკა ჩხეიძის გადაცემას სტუმრობდა „ტვ პირველზე“ და ბევრ თემასთან ერთად ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობდა მიმტანად მცხეთაში:

„ვიცოდი, რომ უნდა მემუშავა. ვიყიდე „სიტყვა და საქმე“ და მეორე დღესვე მიმტანის სამსახური დავიწყე, ვმუშაობდი მცხეთაში და თბილისში. სახლის ქირა მქონდა გადასახდელი. ყველაფერს ნოლიდან ვიწყებდი, საბანიც არ მქონდა…

შემიძლია ნულიდან, არაფრისგან ყველაფერი გავაკეთო. ამით შემიძლია, ასე ვთქვათ, „ვიბლატაო“. თავიდან, როცა გამოვჩნდი, ვიცოდი, რომ ასიდან 99 პროცენტი იქნებოდა ნეგატივი. ვიყავი მოდელი თავისუფალი ჩაცმულობით, უფრო მეტი კრიტიკა იყო. იმ წლებში არ იყო სოციალური ქსელები, იყო მხოლოდ ტელევიზიები, მათთვის საინტერესო, განსხვავებული და სკანდალური უნდა ყოფილიყავი. იმ დროს ვფიქრობდი, რომ მინდოდა ვყოფილიყავი ცნობილი, მაგრამ ვერ მოვიფიქრე, როგორ უნდა გამეკეთებინა ეს, რომ ნეგატიური პოპულარობა არ მქონოდა. სოფიას გაჩენის შემდეგ სხვა პრიორიტეტები გამიჩნდა… უნდა გავეცანი საზოგადოებას ისეთი თამო, როგორიც ვარ. ეს არ მოხდა ერთ წელიწადში…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g