LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: თამრიკო მეჭიაური: „ოჯახის დანგრევას გულისტკენა ახლავს… ეჭვიანი არ ვიყავი და ეგ იყო ჩემი დანაშაული…“

331
0ccd92c4-8e40-4846-bacc-300c51400d87

მომღერალი თამრიკო მეჭიაური პრემიერით ესტუმრა „დღის პოსტს“ და საკუთარი პირადი ცხოვრების დეტალებზე დასმულ კითხვებსაც გასცა პასუხი.

თამრიკო მეჭიაური:

ჩემი სიმღერების ადრესატი არის ქალისა და მამაკაცის სიყვარული, ურთიერთობა და გულგატეხილობა. პიროვნულად არავის ვუძღვნი. სიყვარულს ყოველთვის გასდევს თან ან ეჭვი, ან გულგატეხილობა.

თქვენ ეჭვიანი იყავით?

არ ვიყავი და ეგ იყო ჩემი დანაშაული (იცინის). ზოგიერთი ქალბატონი ცოლ-ქმრობის პერიოდში უფრო მკაცრი და მომთხოვნია, არც მომთხოვნი ვიყავი. ნდობა ცუდად არ იყო გამოყენებული, ეს ბედისწერის საკითხია. ოჯახის დანგრევას გულისტკენა ახლავს.

დრო აღმოჩნდა მკურნალი?

სამკურნალოც არაფერი ყოფილა. პროფესია მაქვს ისეთი. როცა სიმღერას ქმნი, მოგწონს ტექსტი და წერს ამ სიმღერას, ან სიყვარულზე უნდა იყოს, ან სამშობლოზე, ან მეგობრობაზე. ემოციური შესასრულებელი უნდა იყოს, ეს კი დამოკიდებულია პროფესიონალიზმზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g