გადაცემაში „აკუსტიკა“ ანსამბლი „იბერი“ მიიწვიეს.
ანსამბლის წევრებმა რევაზ ლაღიძის რამდენიმე სიმღერა გააერთიანეს, მათ შორის ინათებს მალე“, „მოდი ჩემთან სანამ დროა“, „შენი გული, ჩემი გული, ჭირიმე“ და ერთიანი პოპური სახით შემოგვთავაზეს გიტარისა და ბასგიტარის თანხლებით (გიტარა – ლექსო ბირკაია, ბასგიტარა – ლუკა ქიტიაშვილი).
„უჰ, თქვენ შემოგევლეთ ქართულ სულში, საყვარლებო! ასე მხოლოდ ქართველები მღერიან! ბრავოოოო!“, წერს მაყურებელი.