ფოტომოდელი, ინფლუენსერი და თავის მოვლის ბრენდის „თამოსკინის“ დამფუძნებელი თამო ვაშალომიძე შვილებთან ერთად ახალ ბინაში იცხოვრებს, რომელსაც თვის ბოლოდან იქირავებს.
ინფორმაციას თამო სოციალურ ქსელში ავრცელებს და ახალ ბინიდან კადრებს გვიზიარებს.
„ეს იქნება ჩვენი ახალი სახლი თვის ბოლოდან. გადავდივართ იმ სახლიდან, რაღაც მიზეზების გამო, ის ჩვენი სახლი არ იყო. აქვს დიდი აივანი სახლს და როგორც გიჟი დედა, უნდა დავალუქინო.
უცხო გრძნობაა, აი თითქოს რაღაც ახლიდან რომ იწყებ, მაგრამ არაუშავს. ახლა არ მქონდა იმის საშუალება, რომ 5 ოთახიანი ბინა მეყიდა. მაქვს ერთ ოთახიანი გაქირავებული, თუმცა იქ ვერ დავეტეოდით. ასე უცებ ვიქირავე ბინა. პირობას ვაძლევ საკუთარ თავს, მომავალ წელს ჩემი სახლი მექნება“, – ამბობს თამო ვაშალომიძე.
აღსანიშნავია, რომ თამო ვაშალომიძე თავის ქმარს დაშორდა. აღნიშნულის შესახებ მან ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემაში განაცხადა. როგორც ინფლუენსერმა ისაუბრა, ამ თემაზე საუბარი მისთვის ძალიან რთულია.
„ამ თემაზე ჩემთვის ძალიან რთულია საუბარი. არ ვიყავი მზად ამ სიტყვებისთვის, მაგრამ მე და აკა დავშორდით. ბევრი ადამიანი მეკითხებოდა, აკა ჩემ ვიდეოებში რატომ არ ჩანდა. ახლა ვიტყვი საბოლოოდ, რამდენიმე თვეა დაშორებულები ვართ. ჩემი ტვინის რაღაც ნაწილს იმდენად არ ჰქონდა დასრულებული ეს ურთიერთობა, რომ არ ვიყავი მზად ამ სიტყვებისთვის“, – თქვა თამო ვაშალომიძემ.
ვიდეო: მორიგი ბრწყინვალე წარდგენა მილანის მოდის კვირეულზე – რა კადრებს გვიზიარებს თამო ვაშალომიძე
„ურთულეს, ჯოჯოხეთურ გზას გავდივარ მარტის მერე“- თამო ვაშალომიძე გამომწერებს თხოვნით მიმართავს