LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო – ვისაც სურს აზრის გაზიარება, თუ რა ხდება „აზოვსტალში“, დაიტოვეთ თქვენთვის. 2-3 დღეში თავად გარნიზონი დაადასტურებს, როგორ მიმდინარეობდა ყველაფერი: ანდრეი ბილეცკი

1413
ანდრეი ბილეცკი

„ვისაც სურს აზრის გაზიარება, თუ რა ხდება “აზოვსტალში” – დაიტოვეთ თქვენთვის. ორ-სამ დღეში თავად გარნიზონი დაადასტურებს, როგორ მიმდინარეობდა ყველაფერი“ , – ამის შესახებ „აზოვის“ პოლკის დამფუძნებელი და პარტია „ეროვნული კორპუსის“ ლიდერი ანდრეი ბილეცკი „ტელეგრამზე“ წერს.

აიკრძალოს „აზოვის” ჯარისკაცების გაცვლა – რუსეთის დუმის მოთხოვნა

მისივე განმარტებით, ახლა მთავარი ამოცანაა, „ფოლადის ადამიანების“ გადარჩენა, რადგან ისინი ჯერ კიდევ დასჭირდებიან უკრაინას.

რუსეთის იუსტიციის სამინისტრო უზენაეს სასამართლოს სთხოვს, “აზოვის” პოლკი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიაროს

„82 დღეა ბიჭები იბრძოდნენ წარმოუდგენელ პირობებში. 70-ზე მეტი დღის განმავლობაში აკავებდნენ მტერს სრულ ალყაში მყოფები და მტრის უდიდესი უპირატესობის პირობებში, საშინელი საავიაციო, სახომალდე, არტილერიისა და სხვა დაბომბვების პირობებში. მათ ჩაიდინეს ისეთი რამ, რაც უნდა შევიდეს სამხედრო სახელმძღვანელოებში. ახლა მთავარი ამოცანაა, „ფოლადის ადამიანების“ გადარჩენა, ისინი ჯერ კიდევ დასჭირდებიან, რა თქმა უნდა, უკრაინას. ახლა მთავარია: არ ვავნოთ საკუთარი ვარაუდებით მებრძოლთა გადარჩენას. ამიტომ უდიდესი თხოვნა მაქვს ყველასთან, ვისაც სურს აზრის გაზიარება, თუ რა ხდება “აზოვსტალში”, ან მათთან, ვისაც რაღაც „საიდუმლოებები“ აქვს და სურს მთელ მსოფლიოს გაუზიაროს – დაიტოვეთ ისინი თქვენთვის. ვფიქრობ, ორ-სამ დღეში თავად გარნიზონი დაადასტურებს, როგორ მიმდინარეობდა ყველაფერი“ , – აცხადებს ბილეცკი.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g