მომღერალი თიკა ფაცაცია და მსახიობი არჩილ სოლოღაშვილი ყოველთვის იწვევს მაყურებლის აღფრთოვანებას. გამონაკლისი არც მათი ბოლო დუეტია, რომელიც გადაცემაში „გვაჩვენე შენი ხმა“ შეასრულეს.
ბრწყინვალედ შესრულებულმა სიმღერამ „ჭრელა-ჭრულა კაბა“ დიდი მოწონება და დადებითი შეფასებები დაიმსახურა.
გულთბილი კომენტარები არ დაიშურეს ასევე თიკას მისამართით, რომელსაც ულამაზესი კაბა აცვია.
„სულ განსხვავებული და ულამაზესი ხარ ❤️ თიკა ❤️❤️“, „განუმეორებელი, შეუდარებელი, კრეატიული, მოკრძალებული, უსაყვარლესი თიკა! გიყურებთ იტალიიდან ❤️🌹“, – წერენ სოციალურ ქსელში.