სამების საპატრიარქო გუნდის ხელმძღვანელი, დირიჟორი სვიმონ ჯანგულაშვილი „პირველი არხის“ ეთერში საქართველოს პატრიარქთან დაკავშირებით საინტერესოდ საუბრობს:
„ხალხის მოყვანა საერთოდ არ ყოფილა ორგანიზებული, ეს განსაკუთრებით ბოლო დღეს გამოჩნდა. ბოლო დღეს ითქვა, რომ ტაძრებში, გასაგები მიზეზების გამო, ხალხი ვეღარ შემოვიდოდა. თუმცა სამებაში მაინც გახსნეს კარი, როცა ყველა დელეგაცია მოვიდა და ხალხი მაინც შემოდიოდა. ვფიქრობდი, დღეს ალბათ, იმდენი ხალხი აღარ იქნება-მეთქი. რომ გამოვიყვანეთ მისი უწმინდესობა, ქუჩებში იმდენი ხალხი იყო, ბზობა გამახსენდა, რომ ხატავდნენ, ადამიანები ხეებზე რომ იყვნენ ასულები, რომ მაცხოვარი დაენახათ.
მე მინდა ვთქვა, რომ ეს იყო გულწრფელი სიყვარული. ყველა არ იყო ეკლესიის რეგულარული მრევლი. ძალიან ბევრს ვიცნობ, მწერდნენ, მაგრამ სხვათა შორის, არავის უთხოვია ტაძარში შეყვანა. ყველას ეგულებოდა პატრიარქი, როგორც ნუგეშის, იმედის, სინათლის სხივი და ყველა მოვიდა ამ სხივთან მადლობის სათქმელად, ეს არის ნამდვილი ქრისტიანობა, ჩემი აზრით და ნამდვილი ადამიანობა“.
