ცნობილი თურქული სერიალის, „შერბეთი“ ერთ-ერთი მთავარი გმირი, ომარი, ვის როლსაც ბარიშ კილიჩი ასრულებს, გადაცემაში „ნოესთან“ იყო სტუმრად.
ბარიშმა ნოესთან პირადი ცხოვრებისა და კარიერის შესახებ ისაუბრა.
ამასთან, მსახიობმა ქართველ მაყურებელსაც მიმართა.
„ყველას, ყველას ვინც საქართველოდან გვიყურებს ვუხდი ძალიან დიდ მადლობას.
მღელვარე ახალი სერიებით თქვენ წინაშე ვიქნებით.
ძალიან მიყვარხართ და მადლობას გიხდით ჩვენი სერიალის ყურებისთვის,“ – აღნიშნა ბარიშმა.