LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვიფიქრე, ხომ არ გააფრინა-მეთქი, „რა დღეში ხარ ბიჭო“-თქო, მითხრა: შენ გეუბნები, შენი დედაო, უცბად დამარტყა“ – რას ჰყვება ალი ბაბაევი, რომელიც ალეკო ელისაშვილს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

306
ალი ბაბევი

„საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარის, ალი ბაბაევის განცხადებით, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ამის შესახებ ბაბაევი „ინტერპრენიუსთან“ საუბრობს და ამბობს, რომ შემთხვევა გუშინ საღამოს, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

„დაახლოებით, 18:00 საათზე, ფილარმონიის ტერიტორიაზე, აფთიაქში შევდიოდი წამლის საყიდლად. ამ დროს ჩემს უკან ბევრი ხალხი იყო. აქციაზე მიდიოდნენ. მესმოდა, რომ ზურგს უკან მლანძღავდნენ. ყველანაირ ბინძურ სიტყვებს ამბობდნენ ჩემი და ჩემი გუნდის წინააღმდეგ. ამბობდნენ, რომ მე რუსეთის მონა ვარ, მაგინებდნენ.

შევტრიალდი და დავინახე ალექსანდრე ელისაშვილი. ვიფიქრე, ხომ არ გააფრინა-მეთქი, „რა დღეში ხარ ბიჭო“-თქო. მითხრა, შენ გეუბნები, შენი დედაო… დავიწიეთ-გამოვიწიეთ და უცბად დამარტყა. შემდეგ სასწრაფო გამოიძახეს და საავადმყოფოში ვიყავი. დღეს გამომწერეს,“ – უთხრა ბაბაევმა „ინტერპრესნიუსს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g