LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვილნიუსში გაჩნდა ლიეტუვაში პირველი ქუჩა, სადაც ველოსიპედისტებს განსაკუთრებული უფლებები ექნებათ

141
IMG_0932-1024x683

ვილნიუსის ერთ-ერთ ქუჩაზე ველოსიპედისტები განსაკუთრებული უფლებებით ისარგებლებენ. ამის შესახებ leva-eu წერს.

პ. ვილეიშის ქუჩაზე ველოსიპედისტები თავისუფლად შეძლებენ გადაადგილებას – აუცილებელი არ იქნება ერთმანეთის უკან სიარული ან მხოლოდ მარჯვენა ზოლის დაჭერა. უფრო მეტიც, მათ შეეძლებათ ერთმანეთის გვერდიგვერდ იარონ და ავტომობილები მათ ვეღარ გადაუსწრებენ. მანქანებისთვის სიჩქარის რეჟიმიც იმოქმედებს და საათში მხოლოდ 30 კმ/სთ იქნება დაშვებული.

ვილნიუსის მერიამ ასეთი გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ ამ ქუჩას ველოსიპედისტები აქტიურად იყენებენ, თუმცა მასზე გადაადგილება ორბორბლიანი ტრანსპორტისთვის მთლად უსაფრთხო არასდროს ყოფილა.

აღსანიშნავია, რომ ეს იქნება პირველი ასეთი ქუჩა ქალაქში და მთელ ლიეტუვაშიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები