სამშენებლო კომპანია „მეგობრობა“ დაახლოებით 15 წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და რამდენიმე დასრულებული პროექტიც აქვს. მიმდინარე პროექტებისა და სამშენებლო სფეროში არსებული სიახლეების შესახებ კომპანია „მეგობრობის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ტუკვაძემ ისაუბრა.
თავდაპირველად, მოგვიყევით თქვენი კომპანიის შესახებ. რა მიმართულებით საქმიანობს „მეგობრობა“?
დეველოპერული კომპანია „მეგობრობა“ ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომელიც წარმატებულად მოღვაწეობს სამშენებლო ბიზნესის კუთხით. კომპანია აერთიანებს ეკონომ კლასის, კომფორტ კლასის და ბიზნეს კლასის მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსებს. თითოეული საცხოვრებელი კომპლექსი გამოირჩევა თანამედროვე არქიტექტურული დიზაინით, ხელსაყრელი ადგილმდებარეობით და უსაფრთხო გარემოთი. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ყველა ახალ პოტენციურ მობინადრეს შევთავაზოთ და შევუქმნათ მაქსიმალურად კომფორტული და მეგობრული საცხოვრებელი პირობა. „მეგობრობა ჯგუფი“ არის როგორც სამშენებლო კომპანია, ასევე აქვს საწარმოო მიმართულება.
სამშენებლო სფეროზე გავაგრძელოთ საუბარი. რა მიმდინარე პროექტებს ახორციელებს „მეგობრობა“?
ჩვენ გვაქვს ორი მიმდინარე პროექტი, რომელიც სულ ახლახან დავიწყეთ. პირველი პროექტია “M Tower ორთაჭალა”, რომელიც გორგასლის 2 ნომერში შენდება და ასევე, არის ანა პოლიტკოვსკაიას 40ა ნომერში (ჯიქიას ქუჩაზე). “M Tower” ორთაჭალაში უკვე მესამე თვეა, რაც მიმდინარეობს მშენებლობა, მეოთხე სართულზეა უკვე საცხოვრებელი კომპლექსი. ვახტანგ გორგასლის 40 ნომრის მიმდებარედ არის ეს ლოკაცია. თვითონ კომპლექსი და ტერიტორია გამოირჩევა ძალიან ხელმისაწვდომი სივრცით. პირველ რიგში, 7500 კვადრატულ მეტრის მიწის ნაკვეთია, სადაც 1000 კვადრატულ მეტრზე ხორციელდება მხოლოდ კომპლექსის მშენებლობა, 1000 კვადრატულზე არის განაშენიანება და 32-სართულიანი კომპლექსი, მოეწყო მიწის სამუშაოები, 40 წერტილოვანი ხიმინჯი, კომპლექსში არის როგორც ღია, ისე დახურული ავტოსადგომები. დასრულდა მეოთხე სართულის მშენებლობა და სწრაფი ტემპით მიმდინარეობს მშენებლობა.

რას აქცევენ მომხმარებლები განსაკუთრებულ ყურადღებას ბინის შერჩევისას? და რამდენად გათვალისწინებულია თქვენი კლიენტების გემოვნება პროექტზე მუშაობის დროს?
“M Tower” ორთაჭალის პროექტში, ძირითადად, მომხმარებლები ყურადღებას აქცევენ, რა თქმა უნდა, ლოკაციას, ხედებს, ძველი თბილისის ტერიტორიაზე იშლება პანორამული ხედები. როდესაც მომხმარებლები მოდიან და ინტერესდებიან კონკრეტულად “M Tower” ორთაჭალის პროექტით, ინტერესდებიან ადგილმდებარეობით, რამდენად დაცულია უსაფრთხოების სტანდარტები, არის თუ არა სახანძრო სისტემები, როგორი ტიპის ლიფტებია მოწყობილი კომპლექსში, ასევე, რა ვადაში სრულდება სამუშაოები.
მომხმარებელთან კომუნიკაცია როგორ ხდება? რა საფეხურების გავლა უწევს თქვენთან მოსულ პირს, რომელსაც სურს ბინის შეძენა?
ჩვენს კომპანიას აქვს გაყიდვების ოფისი გურამიშვილის გამზირზე 66ა ნომერში. მომხმარებლებს იქ ხვდებიან კომპანია „მეგობრობის“ გადამზადებული, კვალიფიციური გაყიდვების მენეჯერები, რომლებიც ბინის შერჩევის ეტაპიდან დაწყებული, ბინის უშუალოდ ადგილზე გასვლის და ნახვის, ასევე, ხელშეკრულების გაცნობის და შემდეგ უკვე ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ჩათვლით, ერთი ფანჯრის პრინციპით აწვდიან სერვისს მისულ ადამიანს. თითოეულ მომხმარებლებზე ორიენტირებული ვართ, რომ არ მოხდეს მათი დაყოვნება, სრულად მივაწოდოთ ინფორმაცია კომპლექსის მშენებლობის ვადების კუთხით, რა ტიპის და ხარისხის მშენებლობა იქნება. ასევე, დასრულებულ პროექტში არის ჩვენი გაყიდვების ოფისი, “შოურუმი”, სადაც ჩვენი გაყიდვების მენეჯერები ხვდებიან მოსულ მომხმარებელს, რომელიც დაინტერესებულია პოტენციურად “M Tower” ორთაჭალის პროექტით. ისინი თავად ხედავენ დასრულებულ პროექტს, რომელიც არის მაღალი კლასის და ისიც მრავალფუნქციურია, შერეული, საოფისე და საცხოვრებელი ბინებით.

როგორ არჩევთ იმ ლოკაციებს, სადაც ხორციელდება მშენებლობა?
ზოგადად, ჩვენი ჯგუფი ეცნობა ტერიტორიას, უბანს, რამდენად არის ხელმისაწვდომი მოსახლეობისთვის, პოტენციური მყიდველებისთვის, ხდება ადგილზე გასვლა, ბაზრის შესწავლა, აქვს თუ არა ტრანსპორტზე ხელმისაწვდომი სივრცე. მნიშვნელოვანია, ექნება თუ არა ამ კორპუსს ეზო, რეკრეაციული სივრცე, იქნება თუ არა მოწყობილი შესაბამისი ავტოსადგომები, რადგან ბევრი ქალაქში სწორედ ავტომობილით გადაადგილდება და სწორედ ამ მიმართულებით ვარჩევთ ლოკაციებს. მაგალითად, “M Tower ორთაჭალის” მიწის ნაკვეთი როცა შევიძინეთ, ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება სწორედ ეს იყო, რომ დიდი ტერიტორია, 7500 კვადრატული მეტრი ავიღეთ, სადაც მშენებლობა 1000 კვადრატულზე ხორციელდება, დანარჩენი სივრცე დავუტოვეთ რეკრეაციას, გამწვანებას, ავტოსადგომებს, მოსასვენებელ სივრცეებს, ასევე კალათბურთის, ფეხბურთის მოედნებს, ველობილიკს, ამ კუთხით ვარჩევთ ლოკაციებს. ისედაც გადავსებულია ქალაქი და არ გვინდა, ჩვენი პროექტი იყოს ხელისშემშლელი ურბანულადაც და საცხოვრისის მხრივაც, გვინდა, მეგობრული პროექტი შევთავაზოთ ჩვენს პოტენციურ კლიენტებს.

როდის დასრულდება პროექტი “M Tower ორთაჭალა”?
კომპლექსი მესამე თვეა უკვე სწრაფი ტემპით შენდება. გეგმა-გრაფიკზე უფრო სწრაფადაც მიმდინარეობს მშენებლობა, დაგეგმილი გვაქვს, რომ 2-წელიწად ნახევარში დავასრულებთ ძირითად სამშენებლო სამუშაოებს, დარჩენილი იქნება მხოლოდ ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები, რომელიც დიდხანს არ გასტანს, მაგრამ დაახლოებით 2-წელიწად ნახევარში სულ დავასრულებთ, რადგან გვაქვს ამის შესაძლებლობა, როგორც ტექნიკური, ასე ადამიანური რესურსის კუთხით. ვიყენებთ თანამედროვე „დოკას“ ბრენდის საყალიბე სისტემას მშენებლობის დროს, რომელიც სწრაფად ეწყობა, დომინოს პრინციპით შენდება კომპლექსი, ძალიან სწრაფად, ძველ, ადრე არსებულ კუსტარულ მეთოდთან შედარებით, რასაც ძირითადად იყენებენ სამშენებლო სფეროში, ეს უფრო სწრაფი მექანიზმია სართულის მშენებლობისთვის და ჩვენ უკვე მეოთხე სართულის სამუშაოებს ვახორციელებთ და 30 დეკემბერს დაგეგმილი გვაქვს მეოთხე სართულის ფილის მოწყობის სამუშაოები. მშენებლობის დროსაც ვიყენებთ მაღალი ხარისხის მასალებს, არმატურას, ბეტონს (ვიყენებთ ბ30 ტიპის გერმანული წარმოების მაღალი ხარისხის ბეტონს, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანია). შესაბამისად, მშენებლობის სწრაფი ტემპით 2-წელიწად ნახევარში ვგეგმავთ “M Tower ორთაჭალის” პროექტის დასრულებას.
რას გეგმავთ საახალწლოდ?
კომპანია „მეგობრობა“ ყოველთვის არის მომხმარებელზე მორგებული. 31 დეკემბრამდე გვაქვს საახალწლო აქცია. 31 დეკემბრამდე შეძენილ ბინებზე ხდება რემონტის საჩუქრად გადაცემა “M Tower ორთაჭალის” პროექტში. ეს მართლა უპრეცედენტოა. არის რაღაც პირობები, ამ პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ყველა მომხმარებელი, ვინც მობრძანდება ჩვენს გაყიდვების ოფისში და შეიძენს ბინას 31 დეკემბრამდე, მიიღებს საჩუქრად რემონტს. ჩვენ ბინებს ვამთავრებთ მწვანე კარკასის მდგომარეობით და მწვანე კარკასიდან ზემოთ, უკვე სარემონტო სამუშაოებს, კეთილმოწყობის, შიდა სამუშაოებს საჩუქრად გადავცემთ ჩვენს მომავალ მობინადრეებს.
სამომავლოდ სად აპირებთ კიდევ ახალი მშენებლობების დაწყებას?
ამ ეტაპზე ეს პროექტები გვაქვს. ანა პოლიტკოვსკაიას 40ა ნომერში (ჯიქიას ქუჩაზე) სწრაფი ტემპით მიდის მშენებლობა, ასევე, ქალაქ თბილისის მასშტაბით, ვფიქრობთ შევიძინოთ მიწის ნაკვეთი, სადაც განვახორციელებთ უფრო მაღალი ტიპის, უფრო დიდი მასშტაბის კომპლექსს, ეს იქნება ალბათ სხვადასხვა ბლოკებით შედგენილი მრავალფუნქციური კომპლექსი. ახლა მოძიების პროცესში ვართ და ალბათ მომავალ წელს შერჩეული იქნება ლოკაცია ისევ ქალაქ თბილისის მასშტაბით და შევთავაზებთ ქალაქს ისეთ გამორჩეულ, ლამაზ პროექტს, როგორიც არაერთი დავასრულეთ. უკვე 10 პროექტი შევძინეთ ქალაქს და ბევრი ბედნიერი მობინადრე გვყავს.
