LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვინც „უცხოური აგენტების შესახებ” კანონპროექტს დაუჭერს მხარს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის დაზიანებაზე” – ნედ პრაისი

214
ნედ პრაისი

ვინც „უცხოური აგენტების შესახებ” კანონპროექტს დაუჭერს მხარს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის დაზიანებაზე, – აღნიშნულის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხსენებული კანონპროექტი „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” ამერიკულ მოდელს არ შეესაბამება.

„კვლავ ძალიან შეწუხებულები ვართ უცხოელი აგენტების შესახებ წარდგენილი კანონპროექტით. იმის გამო, რომ ეს სტიგმატიზაციას მოახდენს და გააჩუმებს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმებს, რომლებიც მოტივირებულები არიან, რომ ააშენონ უკეთესი მომავალი საქართველოს სხვა მოქალაქეებისთვის. ჩვენ ღრმად შეშფოთებული ვართ საქართველოში კანონის პოტენციური შედეგების გამო, სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიის კუთხით.

ჩვენი სათქმელი მარტივია, ჩვენ ეს საჯაროდაც ვთქვით და პირადადაც მივაწოდეთ, ყველა, ვინც ამ კანონპროექტს მისცემს ხმას, იქნება პასუხისმგებელი საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის პოტენციური რისკის შექმნაზე. ასეთი კანონი არ შეესაბამება იმ მისწრაფებებს, რომელსაც ქართველი ხალხი ათწლეულებია გამოხატავს.

ამ კანონთან დაკავშირებით იყო ძალიან ბევრი პროპაგანდა. თქვენ ახსენეთ ერთ-ერთი ასეთი მაგალითი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ვგულისხმობ იდეას, რომ ეს კანონი დაფუძნებულია აშშ-ში მოქმედ „უცხოელი აგენტის რეგისტრაციის აქტზე“, FARA -ზე. ჩვენი კანონი ავალდებულებს რეგისტრაციას ადამიანებს, ვინც არიან უცხო ქვეყნის აგენტები. ჩვენი კანონი არ ახდენს გავლენას არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობაზე ან მათ დაფინანსების წყაროებზე. მე შემიძლია, მოგაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია აშშ-ში მოქმედ კანონთან დაკავშირებით, მაგრამ გეტყვით, რომ აშშ-ში მოქმედი კანონი არის ძალიან ვიწრო და მოქმედებს მხოლოდ უცხო ქვეყნების აგენტებზე. ეს რადიკალურად განსხვავებულია და სწორედ ამიტომ ვართ ფრიად შეშფოთებული“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

პარლამენტთან აქციაზე დაკავებული მედიის წარმომადგენლები გაათავისუფლეს

ქარტია პარლამენტის თავმჯდომარეს ჟურნალისტების ძალის გამოყენებით გაყვანაზე მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებს

საგარეო ურთიერთობებისა და თავდაცვის კომიტეტის წევრებმა კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ მხარი დაუჭირეს

სახელმწიფო დაცვამ პარლამენტის ეზოდან მედიის წარმომადგენლები ძალის გამოყენებით გაიყვანა.

„დემოკრატიის უკუსვლა, ცენზურა და ევროინტეგრაციის შეფერხება“ – რა შედეგი შეიძლება გამოიღოს „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცებამ

როგორ განვითარდა მოვლენები დღის განმავლობაში, იხილეთ ვრცლად:

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტები უნდა განიხილონ, ხმაურია

„რუსული კანონი გვაკარგვინებს ევროპას“ – არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პარლამენტთან „გავლენის აგენტების“ კანონპროექტს აპროტესტებენ

„ბებიაჩემი იყო ხალხის მტრის შვილად გამოცხადებული შენნაირებისგან“ – ოპოზიციამ „ხალხის ძალის“ კანონპროექტი დახია

გახარია: ახლა პარლამენტში ივანიშვილი ცდილობს, დაასრულოს ქართული დემოკრატია – ჩვენ დავიცავთ საქართველოს ევროპაში და ევროპას საქართველოში!

„ხალხის ძალის“ კანონპროექტებზე შეფასებებს წაიკითხავთ აქ:

„დემოკრატიის უკუსვლა, ცენზურა და ევროინტეგრაციის შეფერხება“ – რა შედეგი შეიძლება გამოიღოს „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცებამ

„მარტივი დისკუსია არ იყო.. უცხოური აგენტების კანონპროექტი ევროკავშირის ნორმებსა და პრინციპებს არ შეესაბამება“ – ევროკავშირის ელჩი პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ

„გაერთიანებული სამეფო სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს“ – ბრიტანეთის ელჩი „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონპროექტზე

ჯოზეფ ბორელის პრეს-სპიკერი – კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს

„ეს კანონები ძირს უთხრის იმ პროგრესს, რომლის ასაშენებლად საქართველოს ამდენი წელი დასჭირდა – კითხვას, რატომ იღებთ, ვფიქრობ, პასუხი უნდა გაეცეს“ – დეგანანი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე

„სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის პირით ითქვა ტყუილი, სიტყვა სიტყვით არის ნათარგმნი ამერიკული კანონი“ – კობახიძე „ხალხის ძალის“ კანონპროექტებზე

სუბარი: შეუძლებელია, რაც კარგია ამერიკული დემოკრატიისთვის, ცუდი აღმოჩნდეს საქართველოსთვის, წარმოუდგენელი ორმაგი სტანდარტია

„მათ ან წაკითხული არ აქვთ კანონპროექტი, ან შეგნებულად თავს არიდებენ შინაარსზე საუბარს“ – „ხალხის ძალის“ პასუხი ელჩებს

„ვუთხარით, რომ ვენეციის კომისიაში გავგზავნით ორივე კანონპროექტს“ – პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა

magti 5g