LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინმეს ძალიან უნდა საქართველოს მიღება ევროკავშირში და მურუსიძე-გვრიტიშვილის არჩევა აბრკოლებს? – ახლა გეკითხებით, სად არის “კლანი”, სასამართლოში თუ არასამთავრობო სექტორში? -დიმიტრი გვრიტიშვილი

42
დიმიტრი_გვრიტიშვილი ვბვბნ

“ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის აბსოლუტურად გაუგებარია როგორ შეიძლება, ორი მოსამართლე წევრის არჩევას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოჰყვეს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის შეფერხება – ვინმეს ძალიან უნდა საქართველოს მიღება ევროკავშირში და მურუსიძისა და გვრიტიშვილის არჩევა აბრკოლებს?! სერიოზულად განიხილავთ ამას ?!- ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან, ამასთან, არასამთავრობო სექტორი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ე.წ. „კლანი“ სწორედ არასამთავრობო სექტორში მოქმედებს და არა სასამართლოში.

„ჩემთვის არასამთავრობო სექტორი არის აბსოლუტურად პოლიტიზებული სუბიექტების ერთობა, მართლაც კლანური პრინციპით ფორმირებული, იმიტომ, რომ ვერც ერთ შემთხვევაში განსხვავებულ აზრს მათგან ვერ ვისმენ. გურუსავით არის ერთი ადამიანი, ეკა გიგაური, რომელიც ღაღადებს ჭეშმარიტებას, სხვა ყველა განსხვავებული აზრის გარეშე უკრავს კვერს. ახლა გეკითხებით, სად არის კლანი, სასამართლოში თუ არასამთავრობო სექტორში?“- განაცხადა გვრიტიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g