ვიქტორია ბექჰემი 19 წლის ვაჟის, კრუზის არჩევანით უკმაყოფილოა. საუბარია ბრაზილიელ ლამაზმანზე, ჯეკი აპოსტელზე, რომელსაც ბექჰემების უმცროსი ვაჟი უკვე რამდენიმე თვეა ხვდება.
„ვიქტორია უკმაყოფილოა შვილის არჩევანით, ამის მიზეზი მათი ასაკობრივი სხვაობაა, ჯეკი კრუზზე 11 წლის უფროსია. ბოლო რამდენიმე კვირაა ვიქტორია გამუდმებით უხასიათოდაა, ამის მიზეზი კი სწორედ ჯეკია. ის და დევიდი დარწმუნებულები არიან, რომ ეს მათი ვაჟის დროებითი გატაცებაა და ისინი მალე დაშორდებიან ერთმანეთს“, – ჰყვება ინსაიდერი .
აღსანიშნავია, რომ კრუზისა და მისი ახალი რჩეულის ფოტოების გავრცელების შემდეგ, მედიაში წერენ, რომ გოგონა ვიქტორიას საოცრად ჰგავს.
ცნობისთვის, ახალი რჩეული ჰყავს ვარსკვლავური წყვილის 22 წლის ვაჟს, რომეოსაც, ის ცნობილ ფოტოგრაფს გრეი სორენტის ხვდება, რომელიც ასევე ცნობილი ფოტოგრაფის, მარიო სორენტის ქალიშვილია.
შეგახსენებთ, უკვე წლებია საუბარი არ წყდება ვიქტორია ბექჰემისა და ბრუკლინის მეუღლის, მილიარდერი ნიკოლა პელტცის უთანხმოებაზე. თუმცა ინსაიდერების ცნობით, ბოლო პერიოდში, რძალ-დედამთილს შორის ურთიერთობა მეტ-ნაკლებად დათბა.
„ვიქტორიას რისხვა გარდაუვალია, მზად ხართ ახალი ომისთვის?“ – გაიცანით ბექჰემების ახალი სარძლო
რძალი ბოდეში, დედამთილი ულტრა მინი კაბაში – ბექჰემების გლამურული გამოჩენა