მაკა ძაგანია ჟურნალ „თბილისელებთან“ (19 მაისის ნომერი) საუბრობს იმის შესახებ, რომ 25 წლის ქალიშვილის მიმართ ზედმეტ ყურადღებასა და მზრუნველობას იჩენს:
„ეს ეჭვიანობაა თუ გადაჭარბებული მზრუნველობა, არ ვიცი, რომელს მივაწერო. ჩემი უფროსი შვილი 25 წლისაა და დამცინის ხოლმე, დედა, ასე აღარ შეიძლება, უკვე დიდი ვარო. აპლიკაცია მაქვს, რომლითაც ვაკონტროლებ, სად და რით გადაადგილდება (იცინის). ეს უკვე მანიაკურიაო, მეუბნება, მაგრამ მე რომ ჩავხედავ და სახლშია, მშვიდად ვარ. თუ არა რის, მაშინ ვურეკავ (იცინის). არის ის მომენტიც, თითქოს, გინდა, საყვარელი ადამიანების ფიქრებიც იცოდე. იმიტომ კი არა, რომ ვეჭვიანობ, იმიტომ, რომ დავიცვა. არ ვიცი, ზუსტად როგორ ვთქვა(იცინის).