საქართველოს ნაკრები ისტორიული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ 7 სექტემბერს პირველად იასპარეზებს.
ვილი სანიოლის გუნდი ჩეხებს შეხვდება, რომელთაც გერმანიაში ფრედ (1:1) ეთამაშა. მატჩი „მიხეილ მესხის“ სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება.
„ხვალ ერთა ლიგის ჩვენს დივიზიონში პირველ მატჩს გავმართავთ! ვიწყებთ ახალ ეტაპს, განახლებული ენერგიებით, ძალებით და მოტივაციით“, – წერს ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში.