კომპანია Volkswagen უახლოესი 10 წლის მანძილზე დაახლოებით 30 ელექტრო ძრავზე მომუშავე ახალი მოდელის გამოშვებას გეგმავს, რომელიც მათი გათვლებით, კომპანიის გაყიდვების 20-25%-ს შეადგენს.
2025 წლისთვის გერმანული ავტომწარმოებელი ორი-სამი მილიონი ელექტროქარის გაყიდვას გეგმავს ყოველდღიურად. ამის შესახებ Volkswagen-ის ხელმძღვანელმა მატიას მიულერმა კონცერნის ბოლო პრეზენტაციაზე – ’’Together – Strategy 2025” განაცხადა.
ელექტროძრავიანი ავტომობილების ხაზის გაფართოება კომპანიის ახალ პრიორიტეტებს დაუდებს სათავეს. მაგალითად, საკუთრივ Volkswagen აწარმოებს ელექტრობატარეებს, რომლებიც მასშტაბით სავარაუდოდ Tesla Motors-ის კონკურენტი იქნება.
კომპანიის ელექტრო-სერიის მშენებლობისთვის განკუთვნილი საწარმოს მშენებლობა კი 10 მილიარდ ევროს დაჯდება და 50 კმ შტაბ-ბინით შემოიფარგლება, რომელიც ვოლფბურგში იქნება განლაგებული.