LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen-მა და Toyota-მ ჩინეთში მდებარე ქარხნები გააჩერეს

105
qarxana

ჩინეთში კორონავირუსის პანდემიის ახალი ტალღა დაიწყო, თანაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მძლავრი. ამ მიზეზის გამო ხელისუფლებამ იზოლაციის რეჟიმი დააბრუნა და ავტომწარმოებლებსაც ქარხნების რამდენიმე დღით გაჩერება მოუხდათ.

შეზღუდვები შემოიღეს ქალაქ შენჩჟენში, სადაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი პორტი მდებარეობს და ასევე კონცერნი Stellantis-ის, Apple-ის და სხვა რამდენიმე ბრენდის საწარმოებიცაა განთავსებული. Reuters-ის ინფორმაციით, ყველა ჩამოთვლილი კომპანიის გაჩერება ავტო სამყაროზე ნეგატიურ გავლენას იქონიებს და შედეგები მომავალი 3-6 თვის განმავლობაში გამოჩნდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები