LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen მოვალეებთან ცუდად მოპყრობის გამო მილიონობით დოლარით დააჯარიმეს

113
Volkswagen მოვალეებთან ცუდად მოპყრობის გამო მილიონობით დოლარით დააჯარიმეს

Volkswagen-ი მოვალეებთან უხეში მოპყრობის გამო დააჯარიმეს. ბრიტანეთის ფინანსური რეგულატორი კომპანიას 5,4 მილიონი ფუნტი სტერლინგის გადახდას აკისრებს, რაც რთულ სიტუაციაში აღმოჩენილ მოვალეებთან აგდებულ დამოკიდებულებას უკავშირდება. კომპანიას ბრალს დებენ იმაში, რომ ყურადღება არ მიაქცია კლიენტების მორალურ სირთულეებს და ვალებთან დაკავშირებით პრობლემის მოგვარების გზაც არ შესთავაზა.

გამოძიებამ აჩვენა, რომ მოვალეებს, რომლებმაც ავტომობილი კრედიტით შეიძინეს, არ მიეცათ საშუალება ვალებთან დაკავშირებული საკითხი ცივილურად მოეგვარებინათ. Volkswagen AG-ის პერსონალი ამ ადამიანებს უხეშად და აგრესიულად ექცეოდა. კლიენტთა მომსახურების აგენტებმა პროფესიონალიზმისა და ემპათიის არ ქონა გამოავლინეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები