LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვუსამძიმრებ ტკივილიან საქართველოს.. ის მოხდა, რისიც ასე მეშინოდა თავიდანვე.. გვანცა, მამიდა, მონატრებულ მამას ჩაეხუტები“ – შოვში, სტიქიის შედეგად გვანცა ბუბაშვილის გარდაცვალება დადასტურდა

767
371524848_3777229542505120_3087592253332353087_n

3 აგვისტოს, შოვის სტიქიის დროს დაკარგული გვანცა ბუბაშვილის ცხედარი იდენტიფიცირებულია.

ვიდეო: „ნინო გაგვიფრინდა მამიდა.. მაგრამ შენ და სალომეს გელოდებით, შენ ხარ დღეს ჩემი გულის ცემა, მამიდა, და გთხოვ, არ შეჩერდე“ – შოვში დაკარგული გვანცა ბუბაშვილის მამიდა

გვანცა ბუბაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს გვანცას მამიდა, ნინო ტაბატაძე და მას ემოციური სიტყვებით ემშვიდობება:

„ვუსამძიმრებ ტკივილიან საქართველოს… შოვის ტრაგედიისას გარდაცვლილთა ოჯახებს… და ტკივილს, რომელსაც გვანცა ჰქვია დღეს გისამძიმრებთ ჩემებო.

ის მოხდა, რისიც ასე მეშინოდა… თავიდანვე… საწყისიდანვე მჭამდა ეს შიში… გონება კი ებრძოდა… მაგრამ…

იმ საღამოს გოგოების ხმა ისმოდა ეზოშიო, გადავრჩით, ჩვენ გადავრჩითო, გარეთ გაუხედავთ და არავინ დახვედრიათ…

ვაიმე გვანცა… ვინ იცის, თქვენც კი ვერ მოასწარით გააზრება, რა მოხდა… და… ისევ შევუძახე ჩემს თავს, ალბათ ვინმე სხვა გოგოები იყვნენთქო…

გავაგრძელე ისევ შინაგანი ხმის მოსმენა, შენც ხომ მიმეორებდი ცოცხალი ვარო…

მამიდას სიცოცხლე… ზოგჯერ კი ვფიქრობდი, სული ხომ უკვდავია და ამას ხომ არ მეუბნებათქო…
და მერე მაინც… მთელი სხეული მტკივა… თან ვარ და თან არ ვარ… ღრიალი მინდა… ვერ ვყვირი… ხალხია…უცხო ხალხი…

გაგიჟდაო, რომ იფიქრონ, არ მაღელვებს… ბავშვები ცხოვრობენ დაბლა და არ მინდა შევაშინო…

ნეტავ ბედნიერი ყოფილიყავი და დიდხანს ამიერში… ჩემი უშენობის ტკივილი რა სათქმელია…

მონატრება მახრჩობს… მაგრამ… იმედია, რომ შევხვდებით… შევხვდებით რაჭაში… მოწამებრივი გზა გაიარეთ… საშინელი ტკივილი და ანგელოზებად აფრინდით ზეცად… ყველა ცოდვისგან განმოსილები და დაფლეთილი, ნაგვემი სხეულებისგან თავისუფლები ზეციურ სამყოფელში გადაინაცვლეთ…

რაჭის ანგელოზებო ღმერთს ებარებოდეთ…

გვანცა, მამიდა, მონატრებულ მამას ჩაეხუტები… ყველა ფარდა და კედელი დაიმსხვრა იმერსა და ამერს შორის…

ჩემო ჭკვიანო და ტკბილო გოგო შეხვედრამდე. მიყვარხარ მამიდა უკიდეგანოდ… ჩემო გვანცა… ჩემო სიცოცხლე… მაპატიე ეს მცირედმორწმუნეობა დღეს…

ალბათ ღმერთიც გამიგებს ამ სიმწარეს რასაც განვიცდი… ოდესმე ხომ შემცირდება ეს მანძილი მიწიდან ცამდე… დრო… რომელიც შეუძლებლობის შესაძლებლობას მასწავლის…

…ჩვენთვის 3 აგვისტო არ დასრულებულა… ამ დროში დავრჩით… ამ ტკივილით უჩვენოდ გრძელდება დღეთა სვლა… საქართველოს „შენ ვინ მოგცა, შვილი დასაკარგავი“, – წერს ნინო ტაბატაძე სოციალურ ქსელში.

 

ვუსამძიმრებ ტკივილიან საქართველოს… შოვის ტრაგედიისას გარდაცვლილთა ოჯახებს …
და ტკივილს რომელსაც გვანცა ქვია დღეს…

Posted by Nino Tabatadze on პარასკევი, 25 აგვისტო, 2023

 

„პასუხისმგებლობისა და ნიჭიერების მაგალითი ხარ! გელით, გვანც!“ – სანდრო ვეფხვაძე შოვში დაკარგულ გოგოს მიმართავს 

ცნობისათვის, გვანცა ბუბაშვილი შოვში, სტიქიის დროს მეგობრებთან – ნინო კენჭაძესთან და სალომე ხეთაგურთან ერთად იმყოფებოდა. ნინი კენჭაძის ცხედარი მაშველებმა სტიქიიდან მესამე დღეს იპოვეს, სალომე ხეთაგურის ცხედარი კი 15 აგვისტოს იპოვეს.

შოვში, სტიქიის ზონაში მაშველებმა ამ დრომდე 31 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამ დრომდე ეძებენ 2 დაკარგულს.

რაჭაში მომხდარი სტიქიის შესახებ ვრცლად წაიკითხავთ მითითებულ → ბმულზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g