LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვუთანაგრძნობ პატარა ანგელოზის მარიტას ოჯახს – რაც მოხდა იმდენად შემზარავია, რომ სცილდება სიტყვიერი შეფასების შესაძლებლობებს: ნიკოლოზ რაჭველი ვაკის პარკის ტრაგედიაზე

147
ნიკოლოზ რაჭველი

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას, რომლის დროსაც 13 წლის მოზარდი მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ხოლო 2 მოზარდი მძიმედ დაშავდა, ნიკოლოზ რაჭველი სოციალური ქსელით ეხმიანება და გარდაცვლილის ოჯახს თანაუგრძნობს.

მისი განმარტებით, „მომხდარი იმდენად შემზარავია, რომ სცილდება სიტყვიერი შეფასების შესაძლებლობებს“.

ნიკოლოზ რაჭველის თქმით, „ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო 14 ოქტომბერს დაგეგმილი პრემიერა “ქართული კინომუსიკის შედევრები – მეხსიერების ბარათი #2” 19 ოქტომბრისთვის გაიმართება“.

„ჩვენი შემოქმედებითი ოჯახიდან არც ერთ არტისტს არ აქვს ხვალ სცენაზე დგომის სურვილი და შინაგანი რესურსი.

ეს რაც მოხდა იმდენად შემზარავია, რომ სცილდება სიტყვიერი შეფასების შესაძლებლობებს…

ვუთანაგრძნობ პატარა ანგელოზის მარიტას ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს და მთელს ჩვენს საზოგადოებას, ვისთვისაც უსაზღვროდ მძიმე და დაუვიწყარი დღე გათენდა…“, – წერა რაჭველი.

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო 14 ოქტომბერს დაგეგმილი პრემიერა “ქართული კინომუსიკის შედევრები – მეხსიერების ბარათი…

Posted by Nikoloz Rachveli on ხუთშაბათი, 13 ოქტომბერი, 2022

შეგახსენებთ, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

შეძრული ვარ, მსგავსი ტრაგედია არ უნდა განმეორდეს და არავინ უნდა განიცადოს: სალომე ზურაბიშვილი

თვითმხილველები ვაკის პარკში მომხდარის შესახებ საუბრობენ: „ფანტანები რომ გამორთეს, მერე ამოიყვანეს, უკვე გაშავებული იყო“

მოხდება უმკაცრესი რეაგირება – პრემიერი ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე

ყველა თავზარდაცემული ვართ – კანონის შესაბამისად ყველა დაისჯება: კალაძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე

მინისტრის მოადგილე: ბავშვები დილიდან არ იყვნენ გაკვეთილზე, დამრიგებელმა მშობლებს აცნობა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g