გვიან ღამით თბილისში, წერეთლის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
