LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წინ მიდევს ეს ორი სურათი, ორივე ღვთისმშობლობას გადაღებული, ორივეში ღვთისმშობელთან შესახვედრად სამზადისშია ჩვენი ბიჭი… დედა ღვთისმშობელო შეგვეწიე და შეგვიმსუბუქე ტკივილი დედებს, ზეცაში ჩვენს შვილებს…“ – იზა ომაძე

380
იზა ომაძე

Feedc-ის დამფუძნებლის, მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე სოციალურ ქსელში ნიკოს ძველ ფოტოს და ემოციურ პოსტს გვიზიარებს.

როგორც იზა ომაძე წერს, ორივე ფოტო ღვთისმშობლობას არის გადაღებული. იზა ომაძე ღვთისმშობელს შეწევნას და ტკივილის შემსუბუქებას სთხოვს.

„წინ მიდევს ეს ორი სურათი, ორივე ღვთისმშობლობას გადაღებული, ორივეში ღვთისმშობელთან შესახვედრად სამზადისშია ჩვენი ბიჭი 🤍🤍 ამ ორ სურათს შორის არ არის ტირე, რადგან არაფერი დასრულებულა, მგონი მაშინ დაიწყო ყველაფერი, იმ ბიჭის ცხოვრებაში, რომელსაც სურდა სამოთხედ ექცია ყოფა ირგვლივ 🥹

პირველად იყო სიტყვაო, მერე ალბათ დედა, დედა ღვთისმშობელი მოავლინა უფალმა სამყაროს, რომ მასში განხორციელებულიყო, სახე გვანახა რომ გვერწმუნა…
მას შემდეგ იყო დედამიწა, დედასამშობლო, დედაბოძი, დედაკაცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო….

ახლა სიტყვებმა ადგილი შეიცვალეს🥹

შვილგარდაცვლილი დედა, სინდისის პატიმრის დედა, ემიგრანტი დედა, მკვლელის დედა, სიმართლის მაძიებელი დედა, ვეღარ ვაგრძელებ აქ უკვე სუნთქვა მეკვრის!!!
ამ ღვთისმშობლობა დღეს ოთხი წლის წინ, ჩემი ნიკოს სხეულის დედა, დედამიწა გახდა, სულს გზა უფლისკენ დავულოცე….

მას მერე ვებრძვი ტკივილსაც და საკუთარ თავსაც, სხვას არავის!!!

დედა ღვთისმშობელო დაბადების დღე გაქვს არც კი მინდა შეგაწუხო, მაგრამ მაინც შემოგბედავ, შეგვეწიე და შეგვიმსუბუქე ტკივილი ამდენ ტკივილით სავსე ოჯახებს, დედებს, ზეცაში ჩვენს შვილებს…

მკვლელების დედებს გაყინული სული გაულღვე!!! დედა ღვთისავ, ყველაფერი შეგიძლია🙏🙏

P.S. უამრავი ადამიანი მწერს და მეკითხება, ხელისუფალთაგან ვინმე თუ შემომეხმიანა? თუ დაიძრა საქმე-ო?

მეგობრებო, 2023 წლის ნოემბრის შემდეგ არც არავინ შემხმიანებია, მაგრამ სამაგიეროდ უფალი ყველა ჩემი წერილის ადრესატს ეხმიანება, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით!!!! ასე რომ ვზივარ ახლა და ვფიქრობ ვინ იყოს შემდეგი ადრესატი???

სტიქაროსანი ნიკო, კიევი“, – წერს იზა ომაძე. 

„სასტიკი ტკივილი და უსამართლობა არ მასვენებს, როგორც ხუთი შვილის დედას…გამოიძიეთ 4 წლის თავზე მაინც“ – ნიკო კვარაცხელიას მკვლელობიდან 4 წელი გავიდა

„თქვენ არ იცით, როგორი ტკივილია დახვრეტილი შვილის მშობლობა.. ხელისუფლებამ დღემდე არ გამოიძია და დღემდე მფარველობს მკვლელებს“ – იზა ომაძე 

იზა ომიაძე: „ვუყურებდი ორ უსულო ახალგაზრდას, რომლებმაც თავადაც არ იცოდნენ რა? რისთვის? და რატომ ჩაიდინეს… ნიკო კვარაცხელია ამ სისტემის მსხვერპლია! სხვასაც ნუ დაუხოცავთ შვილებს!“

იზა ომაძე: „უკვე მერამდენე ნიკოლოზობაა, რომ გვახრჩობს დენთის კვამლი მაგრამ, ღმერთი მოწყალეა… თუ შედგა ჩვენი ქვეყანა ზუსტად ვიცი რომ შენი მკვლელობის მომფიქრებელ აღმსრულებლები ჯიშ-ჯილაგიანად შევლენ ისტორიაში როგორც ქვეყნის მტრები… მანამდე გვაპატიე შვილო…“

„ქალბატონო იზა, თქვენ ყოველ დღეს გვიჩვენებთ, რომ დედა უძლეველი და დაუმარცხებელია… ნიკო ყველას სიყვარულია!“ – ნიკო კვარაცხელიას დედას, იზა ომაძეს დაბადების დღეს ულოცავენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g