“როგორც ჩანს, სწორი იყო ჩემი მაშინდელი გადაწყვეტილება, როცა მანდატების შეწყვეტას მხარი არ დავუჭირე, რადგან ამის შემდეგ რამდენიმე ოპოზიციონერმა დეპუტატმა პარლამენტში შემოსვლის გადაწყვეტილება მიიღო.” – აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო და ამბობს, რომ თუ ოპოზიციას მანდატების გაუქმებასთან დაკავშრებით ერთიანი პოზიცია ექნება, მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდება.
დავით სერგეენკოს თქმით, მანდატების გაუქმებაზე მსჯელობის დროს, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ოპოზიციის არგუმენტები უნდა მოისმინონ:
“ასე, წინასწარ პიჯაკის ჯიბეში არ მიდევს გადაწყვეტილება – დავუჭერ თუ არა მხარს მათ მოთხოვნას. როგორც ჩანს, სწორი იყო ჩემი მაშინდელი გადაწყვეტილება, როცა მანდატების შეწყვეტას მხარი არ დავუჭირე, რადგან ამის შემდეგ რამდენიმე ოპოზიციონერმა დეპუტატმა პარლამენტში შემოსვლის გადაწყვეტილება მიიღო.” – თქვა სერგეენკომ.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის საპარლამენტო მანდატების შეწყვეტისგან თავი შეიკავა და მხარი არ დაუჭირა.
დღეს, კი საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ჯერ უნდა ჩამოყალიბდნენ, მართლა უნდათ თუ არა, მანდატები შეუწყდეთ და ამის შემდეგ იფიქრებს უმრავლესობა, მისცემენ თუ არა მათ სახელმწიფოს შანტაჟის უფლებას.
