LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Wizz Air-ს საავიაციო უსაფრთხოების მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლი აქვს

70

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავიაკომპანია Wizz Air-თან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

”Wizz Air ფლობს უნგრეთის საავიაციო ხელისუფლების მიერ გაცემულ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატს და საავიაციო უსაფრთხოების მხრივ, არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე ავიაგადამზიდველი ევროპაში. ავიაკომპანიაზე მუდმივ ზედამხედველობას ახორციელებს უნგრული მხარე, ხოლო საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მხრიდან, მასზე ზედამხედველობა ხორციელდება როგორც უცხო ქვეყნის ექსპლუატანტზე, ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსა (EASA) და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) შორის არსებული სამუშაო შეთანხმების ფარგლებში (EU SAFA-ს პროგრამა).​

ქუთაისი-დორტმუნდის რეისთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში საავიაციო მოვლენათა სავალდებულო შეტყობინების საფუძველზე შემოსულია შეტყობინებები. სააგენტოს მიერ მიმდინარეობს ტექნიკური ანგარიშების შესწავლა. ამასთან, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორები მივლინებულნი არიან ქუთაისის აეროპორტში, სადაც ადგილზე გაეცნობიან მდგომარეობას და ჩატარებულ სამუშაოებს”, – ნათქვამია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები