მომღერალი და მსახიობი ჯენიფერ ლოპესი გამოცემა GQ-მ ,,წლის ადამიანად” დაასახელა. ვარსკვლავმა ჟურნალის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და მისი დეკემბრის ნომრის გარეკანიც დაამშვენა.
50 წლის არტისტს ფოტოსესიაში Tom Ford-ის, Bottega Veneta-ს, Dennis Basso-ს, Kiki de Montparnasse-ისა და A. Sauvage-ის ტანისამოსი ეცვა და Cartier-ის, Bulgari-ის Tiffany & Co-ს Belperron და David Yurman-ის სამკაულები ამშვენებდა.
შეგახსენებთ, 50 წლის ჯეი ლოს კარიერა და პირადი ცხოვრება აქტიურ ფაზაშია. შარშან ლოპესს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. გამოცემა Time-მა კი ის მსოფლიოში ყველაზე გავლენიან 100 ადამიანს შორის დაასახელა.