LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წლის ყველაზე ლამაზი წყვილი კვლავ ერთადაა (ფოტო)

73

ვენეციის რიგით 73-ე კინოფესტივალის ფარგლებში მორიგი ფილმის პრემიერა შედგა. ამჯერად ფესტივალის წითელ ხალიჩაზე ერთობლივი ფილმი ალისია ვიკანდერმა და მაიკლ ფასბენდერმა წარმოადგინეს. „სინათლე ოკეანეში“ ასე ქვია ფილმს, სადაც მსახიობები მეუღლეებს განასახიერებენ და როგორც ამბობენ, სწორედ ამ სურათით დაიწყო წყვილის ურთიერთობაც. მართალია მოგვიანებით გაჩნდა ინფორმაცია, რომ ვიკანდერი და ფასბენდერი ერთმანეთს დაშორდნენ, მაგრამ ვენეციის კინოფესტივალზე მსახიობების ერთად გამოჩენამ ყველა ჭორი გააბათილა. მათ არაერთხელ უწოდეს წლის ყველაზე ლამაზი წყვილი.

წლის ოსკაროსანი მსახიობი, ალისია ვიკანდერი ბრწყინავდა შავ კაბაში, რომელიც ოქროსფერი ორნამენტებით იყო გაფორმებული. რაც შეეხება თავად ფილმს „სინათლე ოკეანეში“, ის ფესტივალის მთავარი პრიზის პრეტენდენტია. ფილმის მსოფლიო პრემიერა დღესაა დაგეგმილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g