LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წონაში კლება გსურთ – ვარჯიში კარგი აზრი არ არის: დიეტოლოგის რჩევა

87
Capture75676

ავსტრალიის ორმა წამყვანმა დიეტოლოგმა დაასაბუთა, თუ რატომ არ უნდა ივარჯიშოთ თუკი წონაში კლება გსურთ.

ნუტრიციოლოგები სუზი ბარელი და ლენა ვორდი ამბობენ, რომ მართალია, ვარჯიში ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა, დიდი დატვირთვა შიმშილის გრძნობას აძლიერებს, შესაბამისად წონის დაკლება უფრო რთულდება.

გარდა ამისა, ხშირი და ინტენსიური ვარჯიშის დროს ორგანიზმი კორტიზოლის გამომუშავებას იწყებს, ეს ჰორმონი კი ცხიმების დაგროვებას უწყობს ხელს. შესაბამისად, გახდომა კიდევ უფრო მეტად რთულდება.

ბარელიმ ისიც დაამატა, რომ თუკი გახდომის მსურველი ადამიანი დღეში 1400-1600 კილო კალორიას იღებს, დამატებითი ენერგო დამხარჯველი აქტივობის აუცილებლობა არ არის. თუმცა, ამის გამო სპორტზე უარის თქმა ნამდვილად არ ღირს.

გახსოვდეთ, რომ ვარჯიში გულს-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობისთვის ძალიან სასარგებლოა, ფიზიკური აქტივობის დახმარებით სტრესთან გამკლავებაც უფრო ადვილია, ძვლები მაგრდება და ჯანსაღდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები