LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

WPP-მა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული საავტომობილო ბრენდები გამოავლინა

84

WPP-მა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული საავტომობილო ბრენდები გამოავლინა. მსოფლიოში ყველაზე დიდი სარეკლამო სააგენტოს სპეციალისტებმა  ძვირადღირებული ბრენდების რეიტინგი შეადგინეს და საუკეთესო ასეულში მხოლოდ 5 ავტომწარმოებელი მოხვდა. ლიდერი კი მსგავსად წინა წლებისა, კვლავ Toyota-ა. იაპონური ავტოგიგანტის ღირებულება 29, 987 მილიარდ დოლარად შეაფასეს, რაც წინა წელთან შედარებით 5%-ით უფრო მეტია. მეორე პოზიციას Mercedes-Benz იკავებს. მწარმოებელი 25, 684 მილიარდი დოლარი ღირს, რაც 9%-იან ზრდას ნიშნავს. პირველ სამეულში ასევე  ბავარიული BMW-ც მოხვდა. ბრენდმა თავისი ფინანსები 4%-ით გაზარდა და 25, 624 მილიარდ დოლარს მიაღწია. და ბოლოს, ლიდერთა სიაში არიან ასევე Ford – 12,742 მილიარდი დოლარით და Honda – 12,695 მილიარდით. და ბოლოს, WPP-ს ვერსიით, 2018 წლის ყველაზე ძვირადღირებული კომპანია Google გახდა, ინტერნეტ-გიგანტს 302,1 მილიარდ დოლარად აფასებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები